სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ძმისშვილს ნარეკ სარგსიანს ჩეხეთი სომხეთს გადასცემს. გადაწყვეტილება პრაღაში მუნიციპალურმა სასამართლომ მიიღო. ამის შესახებ სომხური მედია წერს.
"დაკავების მომენტში მან წარადგინა გვატემალის მოქალაქის ყალბი პასპორტი, რომელიც ფრანკლინ გონსალესის სახელზე იყო გაცემული," - განმარტეს პრაღის პოლიციაში.
სომხეთმა ნარეკ სარგსიანის საერთაშორისო მასშტაბით ძებნა 2018 წლის ზაფხულში გამოაცხადა. მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე, მათ შორის იარაღის, საბრძოლო საშუალებების და ნარკოტიკების ფლობაზე. მას ასევე ედავებიან მხატვარ მარტიროს სარიანის შთამომავლებისგან 280 ათას დოლარამდე ღირებულების ნამუშევრების მოტყუებით წაღებასა და ადამიანის გატაცებასაც
imedinews.ge
No comments:
Post a Comment