Pages

Wednesday, June 19, 2019

ქუთაისის საკრებულოში ნანა კოსტავა დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება

სკანდალში გახვეული ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ განაცხადა. მისი თქმით, კოსტავამ ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორები" დატოვა.
31 მაისს ნანა კოსტავა, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს. ის ასევე გარიცხეს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოდან. იმავე დღეს მან ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატის მანდატს დატოვებდა. თუმცა, მოგვიანებით თქვა, რომ საკრებულოს დატოვება ამომრჩევლების თხოვნით გადაიფიქრა.
„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“, - ასეთი მინაწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო. შემდეგ დეპუტატმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე გამოქვეყნებული სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და დაწერა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment