მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების ფაქტზე დაკავებულ 70 წლის კაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რადგან გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე ბრალდებულის მიმალვის საფრთხე არსებობს. როგორც სასამართლო პროცესზე ადვოკატმა მარინე ჯანიკაშვილმა განაცხადა, გიორგი წიქარიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment