ძვ.წ. XII-VIII საუკუნეების ასურულ და ლურსმნულ წარწერებში დადასტურებულია კილხი და კულხი/კოლხა გეოგრაფიული ტერმინები. ბერძნულ-რაომაულ წყაროებში კი ის იხსენიება როგორც კოლხოი(კოლხები) და კოლხი. კოლხთა უძველესი სახელმწიფო გაჩნდა ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულს და I ათასწლეულის დასაწყისში, რაც დოკუმენტურად დასტურდება სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში და მთელ დასავლეთ საქართველოში.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თავდაპირველად ბერძნები კოლხეთში მთელ ქართველურ სამყაროს გულისხმობდნენ (აკაკი ურუშაძე. 1964. გვ. 84). აშკარაა, რომ ძველი კოლხეთი მხოლოდ დღევანდელ დასავლეთ საქართველოს არ შეესაბამება, კოლხეთის გაცილებით დიდი ტერიტორია დღეს თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაშია მოქცეული.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
ბერძნულ წყაროებში ტერმინი "კოლხიდა გაია" პირველად ჩნდება ძვ.წ. VIII საუკუნის პოეტთან ევმელიოს კორინთელთან. ფსევდო-სკოლაქსის აზრით, კოლხებით დასახლებული ტერიტორია ვრცელდება დიოსკურიიდან მდინარე აფსარისამდე, ესეიგი სოხუმიდან მდ. ჭოროხამდე. (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 84). ფსევდო-სკოლაქსის ამ ცნობებს იმეორებს სკოლაქს კარიანდელიც (ძვ.წ. VI-V სს.).
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ჰეროდოტე გამოთქვამდა ვარაუდს, რომ კოლხები ეგვიპტიდან იყვნენ წამოსულნი, მაგრამ ეს მოსაზრება უკვე უარყოფილია სამეცნიერო სივრცეში, თუმცა ის კი ნამდვილად სათქმელია, რომ კოლხურ და ეგვიპტურ სამყაროს საკმაოდ დიდი კავშირი ჰქონდა. ასევე ჰეროდოტეს აზრით სამხრეთის (წითელი) ზღვიდან ჩრდილოეთის (პონტოს) ზღვამდე ცხოვრობდა 4 ხალხი: სპარსელები, მიდიელები, სასპერები და კოლხები (ჰეროდოტე, 1975, გვ. 156. 262). აშკარაა, რომ აქ კოლხებიც და სასპერებიც ტომთა გაერთიანებების აღმნიშვნელია და მოიცავს ბევრ ქართველურ ანუ იბერო-კოლხურ ტომს. ამას ადასტურებს ქსენოფონტეს მოგზაურობის დღიურებისა და ფსევდო-სკილაქსის ცნობების ანალიზი. კერძოდ ფსევდო-სკილაქსი ტრაპეზუნტისა და კერასუნტის მიდამოებში ბიძერებს, ეკექეირებს, ბექირებს, მაკრიკეფალებს და მოსინიკებს. დაახლოებით ამავე პერიოდის ქსენოფონტე კი ტრაპეზუნტ-კერასუნტის რეგიონში მხოლოდ კოლხთა ტომს. (თ. მიქელაძე, 1967, გვ. 97).
აპოლონიოს როდოსელი (III ს.) წერს: "ქედმაღალ მეფეს ვერ უშველიან კოლხთა ტომები." (არგონავტიკა, 1975, გვ. 113).
მითრიდატე-პომპეუსის ბრძოლების დაკავშირებით, კოლხებს ახსენებს II საუკუნის მოღვაწე აპიანე (აპიანე, 1959, გვ. 198). კოლხებად იგი მიიჩნევს ტომთა დიდ გაერთიანებას, რომლებიც შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებზე ცხოვრობდნენ.
არიანეს მიხედვით ტრაპეზუნტელების მოსაზღვრენი არიან კოლხები, ამათ გვერდით არიან სანები, მაკრონები და ჰენიოხები. დღევანდელ დასავლეთ საქართვეოს მოსახლეობას უკვე II საუკუნეში არიანე მოიხსენიებს როგორც ლაზებს: "ლაზიკას ჩამოუდის მდინარე სახელად რეონი, სადაც კოლხებს ძველად ციხე აუგიათ." (ბერძენი მწერლები, 1983, გვ. 188).
ამ პერიოდიდან ერთმანეთს ხშირად ენაცვლება ტერმინები კოლხი და ლაზი. მაგალითად, V საუკუნის ანონიმი ავტორი წერს: "დიოსკურიიდან ვიდრე აფსარის წყლამდე, წინათ ცხოვრობდა ის ხალხი, რომლებსაც კოლხები ეწოდებოდათ და მერე გადაერქვათ ლაზები. (გეორგიკა, 1965, გვ.6).
იპოლიტე რომაელი (III ს.), ამიანე მარცელინე (IV ს.), ეპიფანე კვიპრელი (314-403 წწ.), და მრავალი სხვა მოგვიანებითაც ტერმინ კოლხებს ირჩევენე, ხოლო სხვები კი ლაზებს იყენებენ.
მაგალითად იოანე ლიდე (VII ს.) წერს: "კოლხიკეს ამჟამად ლაზიკეს ეძახიან ლაზების ჰეგემონობის გამო." (გეორგიკა, 1970, გვ. 3).
აგათია სქოლასტიკოსი (VI ს.): "ლაზებს რომ ძვლად კოლხები ეწოდებოდათ და სწორედ ისინი არიან, ამაში ეჭვი არ შეეპარება არავის, თუკი ის გაეცნობა ფაზისის, კავკასიისა და მათ გარშემო მდებარე ქვეყნების მოსახლეობას. ლაზები ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით." (გეორგიკა, 1936, გვ. 27, 50).იოანე ცეცე (1110-1180 წწ.) წერს: "კოლხები ინდოელი სკვითები არიან, მათ ლაზებიც ეწოდებათ და ცხოვრობენ აბაზგების, წინანდელი მასაგეთების მახლობლად."
"კვიტაია კოლხეთის ქალაქია, ხოლო კოლხები ლაზური ტომია, ცხოვრობენ აბაზგების მახლობლად."
კოლხებს აზიელი სკვითები და ლევკოსირებიც ჰქვიათ. ისინი ცხოვრობენ აზიის მხარეში მდინარე ფაზისის ირგვლივ. (გეორგიკა. 1967, გვ. 32, 36-37).
ძველი ბერძნებისვე ცნობით კოლხეთს ასევე ეწოდება "აია". ჰეროდოტე წერს: "არგონავტები მიცურავდნენ აიაში, კოლხიდაში საწმისისათვის". "მოვიდა ეს კიტისოროსი აია-კოლხიდიდან და გაათავისუფლა იგი." (ჰეროდოტე, 1975, გვ. 472-47
ამავე აზრს იმეორებს აპოლონიოს როდოსელიც თავის არგონავტიკაში. II საუკუნის ალექსანდრიელი მოღვაწის, დიონისოს პერიეგეტის "დედამიწის აღწერილობის" მიხედვით, კოლხები ევროპიდან მოსულნი არიან. (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 93), ამ ცნობაში შეიძლება ასახული იყოს ევროპიდან პონტოს ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იბერიელთა მოსვლის ლეგენდა.
კოლხები ეწოდებოდა იმ ქართველურ ტომთა დიდ გაერთიანებას, რომელიც როგორც სახელმწიფო ჩამოყალიბდა ძვ.წ. მე-12 საუკუნიდან, ხოლო იქამდე არსებობდა როგორც ნეოლითური კულტურა დაახლოებით ძვ.წ. 30-ე საუკუნიდან და ეწოდება მეცნიერებაში კოლხური კულტურა. შემოგთავაზებთ კოლხური ტომების არასრულ ჩამონათვალს: კოლები, მახელონები, მაკრონები, მარები, ტიბარენები,მოსინიკები, ფაზიელები, სანები, სანიგები, ჰენიოხები, ბიძერები, ბექირები, ზიდრიტები, სედოხეზები,დრილები, კორაქსები, აფშილები, აბაზგები, ჯიქები..
intermedia.ge
No comments:
Post a Comment