Pages

Tuesday, June 25, 2019

მდიდარი ამერიკელები სიმდიდრის გადასახადის შემოღებას ითხოვენ

მდიდარი ამერიკელების ჯგუფი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატების სახელზე გაგზავნილ ღია წერილში სიმდიდრის გადასახადის შემოღებას ითხოვს. ამის შესახებ გამოცემა The Financial Times-ი წერს.
„მოვუწოდებთ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს, რესპუბლიკელებსა თუ დემოკრატებს, მიიღონ მდიდარი ამერიკელებისთვის სიმდიდრის გადასახადი. გადასახადების შემდეგი დოლარი ბიუჯეტში არა საშუალო და მცირე შემოსავლიანმა ამერიკელებმა, არამედ ფინანსური კუთხით ბედნიერმა და უზრუნველყოფილმა მოქალაქეებმა - ჩვენ უნდა შევიტანოთ“, - წერია ღია წერილში, რომელსაც ხელს ბიზნესმენი და მილიარდერი ჯორჯ სოროსი, Facebook Inc.-ის თანადამფუძნებელი კრის ჰიუზი, კინოკომპანია Disney-ის მფლობელი ებიგეილ დისნეი და Berkshire Hathaway-ის ვიცეთავმჯდომარის ჩარლი მანგერის ქალიშვილი მოლი მანგერი.
წერილის ავტორების აზრით, აშშ-ს აკისრია ზნეობრივი, ეთიკური და ეკონომიკური პასუხისმგებლობა, რათა მათ ქონებას კიდევ უფრო დიდი გადასახადი დაუწესოს. მათი მტკიცებით, ეს გადასახადი კლიმატური კრიზისის დაძლევის, ეკონომიკის გაძლიერების, ჯანდაცვის გაუმჯობესების, დემოკრატიის განმტკიცების და თანაბარი შესაძლებლობების შექმნის წინაპირობა გახდება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment