რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
რუსული სააგენტოს კითხვაზე, როდის ესტუმრება საქართველოს, სერგეი გავრილოვი ამბობს, “თუნდაც ხვალვე.”
”მე პირადი გეგმები მაქვს და ძალიან მინდა ჩასვლა, შემოდგომაზე მქონდა დაგეგმილი მომლოცველობა, როდესაც მცირედ აგრილდება. მინდა რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ, იმიტომ რომ სხვა ასეთი ადგილი, როგორიც საქართველოა, არ არსებობს.
გამგზავრებამდე მე აღსარებაზე ვიყავი პატრიარქ კირილესთან და ვეზიარე; რჩევები ვკითხე. მან დამლოცა და მითხრა რომ ჩვენ სიკეთით უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობები",- თქვა გავრილოვმა.
20 ივნისს მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და „ქართული ოცნების“ წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
ამის გამო 20 ივნისს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის დროსაც სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
მოგვიანებით ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ მომხდარის გამო თანამდებობა პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ დატოვა. ამასთან, ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო მანდატს ტოვებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment