Pages

Friday, June 7, 2019

ლაურა ღაჭავა: დივერსიის არ მჯერა, ეს ვერსია ძალიან შორს არის

შპს „ლილო სითის“ მფლობელი ლაურა ღაჭავა აცხადებს, რომ ბაზრობის ყველა მაღაზია დაზღვეული იყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„წინასწარ ვერაფერს გეტყვით, რა სიტუაციაა. შიგნით არ მიშვებენ, რომ დავათვალიერო. არ მინდა, ხელი შევუშალო გამოძიებას. მე თვითონ ვარ დაინტერესებული და ფეხს არ გავადგამ აქედან, სანამ ყველა დეტალი არ გახდება ცნობილი. რაც შეეხება დივერსიას, ამის არ მჯერა, ეს ძალიან შორს არის. ვინ თქვა ეს, არ ვიცი“, - განაცხადა ლაურა ღაჭავამ. 
 „ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიაზე 20-მდე მაღაზია დაიწვა. ცეცხლი შერეული საქონლის საბითუმო მაღაზიებს მოედო. 112-ში შეტყობინება 6 ივნისის საღამოს 22:35 საათზე შევიდა. ცეცხლის ჩაქრობას 90-მდე მეხანძრე-მაშველი დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ცდილობდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაიწვა დაახლოებით ათასი კვადრატული მეტრი ფართობი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დამწვარია სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია. ტერიტორიას მთელი ღამის განმავლობაში მონიტორინგს უწევდა მეხანძრე-მაშველთა 2 ჯგუფი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment