ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული სეზონი ტრადიციულად უმძიმეს ფონზე მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ, რუს ტურისტს, რომელიც რიწის ტბისკენ იუფშარის კანიონში შოტლანდიურ კილტში გამოწყობილი მიემართებოდა, ადგილობრივები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ინცინდენტის შესახებ ინტერნეტ-პორტალმა Cочи ньюс-მა დაწერა. რუსი ტურისტების თქმით, აფხაზებმა დაინახეს, რომ ტურისტული ავტობუსიდან "კაბიანი მამაკაცი" გადმოვიდა, რაც შეურაცხყოფად მიიღეს და მას თავს დაესხნენ.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
Cочи ньюс-ის ცნობით, მრავალრიცხოვანი ტურის ერთ-ერთმა ტურისტმა, რიწის ტბის გზაზე მთიანი პეიზაჟის ფონზე შოტლანდიური კილტით მოისურვა ფოტოს გადაღება. ეს შენიშნეს იქ მომუშავე ადგილობრივმა მამაკაცებმა და ტურისტზე იერიში მიიტანეს.მოგვიანებით, მომხდარზე კომენტარი გააკეთა აფხაზეთის ე.წ. კურორტებისა და ტურიზმის უწყებამ. “მინისტრის” მოადგილე ასტამურ ბარციცმა მომხდარს "წმინდა წყლის პროვოკაცია" უწოდა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ambebi.ge
No comments:
Post a Comment