Facebook-ი უნგრეთში დიდი ოდენობით ექაუნთების გათიშვაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ Twitter-ის მომხმარებლები წერენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, სოციალურმა მედიაგიგანტმა Facebook-ისა და Instagram-ის გვერდები დაბლოკა. მისი განმარტებით, ექაუნთი მის გარშემო 30-40 ადამიანს დაებლოკა.
გამოცემის ინფორმაციით, Facebook-ის გვერდი დაებლოკა რამდენიმე მედიაგამოცემას.
Facebook-ს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. უცნობია ექაუნთების დაბლოკვის მიზეზიც.
Facebook-ის 15 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.
ვრცელი სტატია იმის შესახებ, თუ რა ელის Facebook-ს 2019 წელს შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.
intermedia.ge
No comments:
Post a Comment