ტაჯიკეთში დაიწყო გამოძიება 14 პატიმრის სიკვდილის საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც არსებული ინფორმაციით საკვებით მოიწამლნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება/ევროპა" ავრცელებს.
საკვებით მოწამვლის ფაქტები დაფიქსირდა დუშანბეს, ნორაკისა და იოვონის ოლქებში მდებარე ციხეებში. ქვეყნის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ტრანსპორტირების დროს ერთმა პატიმარმა პური 15 პატიმარს გაუნაწილა.
ტაჯიკეთში პატიმრების მასობრივი გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო თვეების განმავლობაში. 19 მაისს დუშანბეს ციხეში 29 პატიმარი და 3 გუშაგი დაიღუპა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment