რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლებთან შეტაკების შედეგად სულ მცირე 18 ავღანელი სპეცრაზმელი დაიღუპა. ამის შესახებ Khaama Press-ი წერს.
სააგენტოს ცნობით, შეტაკება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მას შემდეგ დაიწყო, რაც სპეცრაზმის ჯგუფმა ბაგდის პროვინციაში თალიბების შტაბბინის შტურმი მიიტანა. დაპირისპირება რამდენიმე საათს გაგრძელდა.
ადგილობრივი მთავარობის ცნობით, 19 მებრძოლი ლიკვიდირებულია, 20 კი დაჭრილი. ამასთან, რადიკალებმა 6 სამხედრო მძევლად აიყვანეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment