Pages

Friday, July 5, 2019

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 20 ივნისის ღამის დადგენილების პროექტი მოამზადა

ნაციონალურმა მოძრაობამ" 20 ივნისის ღამის დადგენილების თავისი პროექტი მოამზადა, რომლითაც ოპოზიციური პარტია სახელმწიფო უწყებებს "გავრილოვის სიის" შედგენის მოთხოვნით მიმართავს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მომზადდეს რუსი პოლიტიკოსების სია, რომელთა ვიზიტი საქართველოში არამიზანშეწონილია. "ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს პარლამენტს 20 ივნისს გავრილოვის თავმჯდომარეობით ჩატარებული სხდომა პარლამენტში შეფასდეს როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი.  
პროექტი ითვალისწინებს  იმ პირთა დადგენას, რომლებმაც რუსი დეპუტატი  საქართველოში მოიწვიეს და პასუხისმგებლები არიან 20-21 ივნისის ღამის მოვლენებზე. 
ასევე მმართველმა გუნდმა 20-21 ივნისის მოვლენებზე სპეციალური დადგენილების პროექტი მოამზადა.
როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ვიცესპიკერმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანმა და პოლიტიკური საბჭოს წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, დადგენილების პროექტის შემუშავება განაპირობა არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასების აუცილებლობამ, ვინაიდან სახეზეა პროცესების რადიკალიზაციის და დაპირისპირების მუხტის პოლიტიკური პლატფორმიდან საზოგადოებაში გავრცელების აშკარა ნიშნები, რაც ქვეყნის სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის ინტერესს უპირისპირდება.
20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 4 ადამიანის დაკავების შესახებ შსს-ში 5 ივლისს განაცხადეს. ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბუდაღაშვილი და ცოტნე სოსელია მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის  განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 
20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment