21 წლის ბიჭი, რომელმაც დაკარგული საფულე იპოვა და პოლიციაში მიიტანა, დააპატიმრეს. სააპელაციო სასასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შემთხვევა თბილისში ერთი კვირის წინ მოხდა. ბრალდებულის დეიდა AMBEBI.GE-სთან საუბარში საქმის დეტალებს ყვება. მისი თქმით, შ.ჩ. საღამოს საათებში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ვარკეთილში, სუპერმარკეტში იმყოფებოდა, როდესაც დაკარგული საფულე შენიშნა.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
აღნიშნული შემთხვევა შენობაში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმაც აღბეჭდეს. როგორც ბრალდებულის დეიდა ნუკა არველაძე ამბობს, კადრებში ჩანს, რომ სალაროსთან კლიენტების რიგია. ბრალდებული მიყვება რიგს და როდესაც მოლარეს მიუახლოვდება, აწვდის მას ნაპოვნ საფულეს. ნივთი არის დიდი ზომის საფულე სახელურით. ახალგაზრდა გოგონა მას ყურადღებას არ აქცევს. ბრალდებული შ.ჩ იღებს საფულეს და მიაქვს
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საინტერესოა ის, რომ შსს ამ საქმეს ხურავდა მტკიცებულებების არქონის გამო. სანამ დააპატიმრებდნენ, წინა დღეებში დაიბარეს და უთხრეს, რომ ვხურავთ საქმესო. მაგრამ მერე რატომ შემოაბრუნეს ასე, ვერ მივხვდი.
ჩემი დისშვილი არასრულწლოვნებაში ნასამრთლევია სხვისი ნივთის მითვისების ფაქტზე. ორი თვეა რაც ციხიდან გამოვიდა. ელექტროსამაჯური უკეთია და შინაპატიმრობა აქვს, ამიტომ ცხრა საათამდე სახლში უნდა ყოფილიყო. როდესაც ნივთი იპოვა, იყო საღამოს საათები, თვითონ ვერ ასწრებდა ჩაეტანა პოლიციაში და მისმა მშობლებმა მიიტანეს საფულე პოლიციაში.
მეორე დღეს შედგა ოქმი, იპოვეს საფულის პატრონი, ირანელი პირი. ეს ადამიანი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, ედო ფული შიგნით თუ არა. დაიწყო ათასი დოლარიდან და ავიდა ათას სამაას დოლარამდე, კიდევ ორმოცი ლარი მედოო. მოკლედ, ძალიან ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცა.
ყველაზე საყურადღებო კი ის არის, რომ საფულეში სხვა დოკუმენტებთან ერთად კაზინოს ბარათები ედო. ანუ არის აზარტული მოთამაშე და არ არის გამორიცხული, ცრუობდეს და არანაირი ფული არ ჰქონოდა რეალურად შიგნით" - ამბობს ნუკა რაველაძე.
შემთხვევაზე საქმე 177 ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს, კერძოდ სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებას. ბრალდებულის ადვოკატის კახა მუმლაძის თქმით, საქმე თავიდანვე არასწორად დაკვალიფიცირდა და ამასთან, არ ჩატარებულა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
"ფარულად დაუფლება როგორ არის, როდესაც ეს მოქმედებები აღწერეს ვიდეოკამერებმა და ჩემი დაცვის ქვეში მყოფი მოლარეს აწვდის საფულეს, შემდეგ დემონსტრაციულად ხსნის და მიაქვს?! გამოძიებას არც კი დაუკითხავს მაგალითად მოლარე, რომელიც ამბობს, რომ შემთხვევიდან ერთ საათში მივიდა სუპერმარკეტში ირანის მოქალაქე და კითხულობდა, აქ ხომ არ დამრჩა საფულეო.
ეს მოლარე ასევე ამბობს, რომ ჩვენ ვიცოდით, მას ედო ათას ხუთასი ლარი, დაცვასთან ასე უთქვამსო. გამომძიებელიც ამბობს, დაზარალებული თანხაზე ვერ ჩამოყალიბდაო, ხან რას ამბობდა, ხან რასო. ბოლოს ათას ხუთას დოლარამდე ავიდაო. ასევე მნიშვნელოვანია ერთი რამ: ეს ირანელი მოქალაქე თავის ჩვენებაში ამბობს, რომ ფული ედო ჯიბეში, ჯიბიდან ამოიღო ფული და გაუწოდა მოლარეს. ამ მოქმედებაში მას ჩანთა ხელს უშლიდა და იმიტომ დადო იქვე დახლზე. ანუ რეალურად, ფული მას ჯიბეში ედო. ჩხრეკაც კი არ ჩაუტარებიათ, რადგან თვითონვე შეეპარათ ეჭვი გამომძიებლებს ამ მამაკაცის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენების გამო.
ის რომ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვნებაში ჩაიდინა დანაშაული და ამის გამო მიუსაჯო წინასწარი პატიმრობა, ყოვლად დაუშვებელია, რადგან არ არსებობს არც მიმალვის და არც მოწმეზე ზემოქმედების საფრთხე. ამასთან, არ არსებობს პრაქტიკაში ასეთი რამ - მოიპაროს ადამიანმა ნივთი, ამოიღოს იქედან ფული და მიიტანოს პოლიციაში.
სამწუხაროდ, ამ მხრივ სამართალდამცველებს ძალიან არასწორი მიდგომა აქვთ და ეს არ არის ერთადერთი ფაქტი. ბევრი მსმენია ასეთი საქმეების შესახებ, ძალიან მარტივია საქმის „გახსნა“ მაშინ, როდესაც თავისი ფეხით მიდის პოლიციაში ადამიანი და მიაქვს ნივთი" - აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბარში ადვოკატი კახა მუმლაძე.
ბრალდებულის დეიდა ამბობს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ შეურიგდებიან და ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებენ, საკუთარი ოჯახის წევრის უდანაშაულობის დასამტკიცებლად.
"ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავდა საქმეს და გადაწყვეტილებას შეცვლიდა, მაგრამ სამწუხაროდ მოსამართლე პაატა სილაგაძემ არ მიიჩნია საჭიროდ ჩვენს მიერ მომზადებული არგუმენტების მოსმენა და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ჩემი დისშვილი დატოვა პატიმრობაში.
როგორც გავარკვიე პაატა სილაგაძე იმ 50-კაციან სიაშია, რომელიც იუსტიციის საბჭომ წარადგინა პარლამენტში. არ ვაპირებ გავჩერდე და თაღლითი აზარტული მოთამაშე ირანელის ჩვენების საფუძველზე უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი მსხვერპლად შევწირო უსამართლობას. გავაკეთებ ყველაფერს, იქნება ეს მორიგი გასაჩივრება, შემხვედრი სარჩელი, აქცია პროკურატურასთან თუ სტრასბურგი! კარგი და კეთილი საქმე მადლობის ნაცვლად პატიმრობით არ უნდა ისჯებოდეს!“ - ამბობს ნუკა არველაძე.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment