Pages

Tuesday, July 9, 2019

"მეუღლე შევიდა საკანში და ნახა, ადამიანი დაჩეხილი იყო" - 32 წლის ქართველი პატიმარი იტალიის ციხეში სასტიკად აწამეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ

32 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი ა.ჭ, უკვე ექ­ვსი თვეა ფლო­რენ­ცი­ის ცი­ხე­ში წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­შია. საქ­მე ეხე­ბა ჯგუ­ფუ­რი ყა­ჩა­ღო­ბის და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ძარ­ცვის ფაქტს. სამ თვე­ში, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის ცხრათ­ვი­ა­ნი ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ გა­და­წყდე­ბა, შე­ე­ფარ­დე­ბა თუ არა მას რე­ა­ლუ­რი სას­ჯე­ლი. ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ა.ჭ. იტა­ლი­ურ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სას­ტი­კი მო­პყრო­ბი­სა და წა­მე­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი უდა­ნა­შა­უ­ლოა და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს არ­ცერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

რო­გორ მოხ­ვდა ა.ჭ. ფლო­რენ­ცი­ის ცი­ხე­ში
ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი მე­უღ­ლეს­თან და ოთხ შვილ­თან ერ­თად წლე­ბია იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს. ად­ვო­კა­ტი ლედი ტუკ­ვა­ძე AMBEBI.GE-ს უამ­ბობს, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა იტა­ლი­ის ცი­ხე­ში მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი. მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, ახალ­გაზ­რდა კაცი და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლას სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა. რო­დე­საც ფლო­რენ­ცი­ის ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი­დან სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი გა­მორ­ბოდ­ნენ, ა.ჭ. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. იტა­ლი­ელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა კი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი სხვა უცხო­ე­ლებ­თან ერ­თად აიყ­ვა­ნეს და წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში მო­ა­თავ­სეს.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მისი და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტი­დან იწყე­ბა წა­მე­ბის სრუ­ლი­ად შემ­ზა­რა­ვი ის­ტო­რია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი სა­უბ­რობს. მისი ორ­გა­ნი­ზა­ცია - "ემიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრი“ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ჩა­ერ­თო ქარ­თვე­ლი პა­ტიმ­რის საქ­მე­ში:
"ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სის­ტე­მა­ტი­უ­რად ძა­ლა­დობ­დნენ მას­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. სცემ­დნენ გან­წი­რუ­ლად. კონ­სუ­ლის თა­ნა­შემ­წეს­თან ერ­თად შე­ვე­დით ფლო­რენ­ცი­ის ცი­ხე­ში და ვნა­ხეთ სრუ­ლი­ად და­ლურ­ჯე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი. აღ­წე­რაც კი მი­ჭირს, ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაგ­ვხვდა. მა­შინ ორი დღის ნა­ცე­მი ჰყავ­დათ. ჰქონ­და რო­გორც ძვე­ლი, ისე ახა­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.
ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და ქმე­დე­ბა გა­ა­მარ­თლეს იმით, რომ თით­ქოს ა.ჭ. არის და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი პა­ტი­მა­რი. ის იყო სრუ­ლი­ად უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, გა­თი­შუ­ლი ეგდო ძირს და პი­რი­დან სი­თხე სდი­ო­და. ჩემ­თან ერ­თად ნახა ეს კონ­სუ­ლის თა­ნა­შემ­წე­მაც. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, მას ას­მევ­დნენ გა­ურ­კვე­ველ მე­დი­კა­მენ­ტებს, თვი­თო­ნაც არ იცო­და რას, შე­საძ­ლოა ამის გა­მოც, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად, მას შე­ექ­მნა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი. ამ­ჟა­მად ვე­ლო­დე­ბით ფსი­ქი­ატ­რის დას­კვნას.
ჩვე­ნი კონ­სუ­ლი და­უ­კავ­შირ­და იტა­ლი­ის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის პა­რატს, რო­მე­ლიც მა­შინ­ვე ჩა­ერ­თო საქ­მე­ში და მე­ო­რე დღეს­ვე მო­ი­ნა­ხუ­ლა პა­ტი­მა­რი. ამის შემ­დეგ შევ­ხვდით წი­თე­ლი ჯვრის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ისი­ნიც ჩა­ერ­თნენ საქ­მე­ში. ასე­ვე მივ­მარ­თეთ პრო­კუ­რა­ტუ­რას და ამ ფაქ­ტზე და­ი­წყე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას. ჟე­ნე­ვის წა­მე­ბის კო­მი­ტეტ­შიც გა­ვაგ­ზავ­ნეთ ეს საქ­მე და სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­საც მივ­მარ­თეთ. შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი მზად­დე­ბა სტრას­ბურ­გის­თვი­საც" - გა­ნა­ცხა­და ლედი ტუკ­ვა­ძემ.
ემიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის“ იუ­რის­ტი მა­რი­ამ ლე­ვი­ძე ამ­ბობს, რომ სას­ტი­კი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მი­უ­ხე­და­ვად ა.ჭ.-ს და­ნა­შა­უ­ლი არ უღი­ა­რე­ბია, რის გა­მოც იტა­ლი­ელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მისი წა­მე­ბის ახა­ლი, თავ­ზარ­დამ­ცე­მი მე­თო­დი შე­ი­მუ­შა­ვეს. კერ­ძოდ: პა­ტი­მა­რი შე­ა­სახ­ლეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მქო­ნე მსჯავ­რდე­ბულ მა­მა­კაც­თა სა­კან­ში და მი­უგ­ზავ­ნეს რამ­დე­ნი­მე პა­ტი­მა­რი, რომ­ლე­ბიც ქარ­თველ მა­მა­კაც­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ:
"ფაქ­ტობ­რი­ვად, მოხ­და მისი დის­კრი­მი­ნა­ცია ეროვ­ნუ­ლი ნიშ­ნი­თაც. რად­გან ის ქარ­თვე­ლი იყო და იცოდ­ნენ მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მსგავ­სი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. შე­ა­სახ­ლეს სა­კან­ში, სა­დაც მისი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბა იყო. პე­რი­ო­დუ­ლად უგ­ზავ­ნიდ­ნენ მა­მა­კა­ცებს, რომ­ლე­ბიც სქე­სობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ მას­თან, იყო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი. ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ და­ამ­ყა­რებ­დნენ სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირს, თუ არ აღი­ა­რებ­და და­ნა­შა­ულს. ამის გამო ჩვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა ორ­ჯერ სცა­და თვით­მკვლე­ლო­ბა.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის, რომ ამ ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ მის მე­უღ­ლეს არა­ფე­რი უთხრეს. და­უ­მა­ლეს, რომ იყო თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბე­ბი. რო­დე­საც პა­ტიმ­რის მე­უღ­ლე შე­ვი­და სა­კან­ში, მან ნახა, რომ და­ჩე­ხი­ლი იყო ადა­მი­ა­ნი მთლი­ა­ნად“ - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში მა­რი­ამ ლე­ვი­ძე.
ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უცხო­ე­თის ცი­ხე­ებ­ში
"ემიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრში“ აცხა­დე­ბენ, რომ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის წა­მე­ბის ფაქ­ტე­ბი უცხო­ე­თის ცი­ხე­ებ­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში გახ­შირ­და. იუ­რის­ტე­ბის თქმით, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რი პო­ლო­ნე­თის ცი­ხე­ებ­შია.
"ზო­გა­დად ევ­რო­კავ­ში­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იტა­ლი­ის და პო­ლო­ნე­თის ცი­ხე­ებ­ში დგას მწვა­ვე პრობ­ლე­მე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია სუ­ი­ცი­დის ფაქ­ტე­ბი. ჩვენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჰქონ­და მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი პო­ლო­ნე­თის ცი­ხე­ე­ბი­დან და პრობ­ლე­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად იდენ­ტუ­რია. პო­ლო­ნე­თის ცი­ხე­ში შიშ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ნუს გრა­დუ­სებ­ში ჰყავ­დათ ერთი ქარ­თვე­ლი პა­ტი­მა­რი, რო­მე­ლიც ახლა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია“ - აღ­ნიშ­ნავს იუ­რის­ტი მა­რი­ამ ლე­ვი­ძე
ემიგ­რან­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე მო­მუ­შა­ვე იუ­რის­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის მას­შტა­ბე­ბის ზრდის ფონ­ზე, სა­კონ­სუ­ლო­ებს და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად შეს­რუ­ლე­ბა უჭირთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კონ­სუ­ლე­ბი თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბი­ან, პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს კონ­სუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ლედი ტუკ­ვა­ძის შე­ფა­სე­ბით, დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის გა­უქ­მე­ბა და­მა­ზი­ა­ნებ­ლად აი­სა­ხა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე.
"სა­მარ­თლი­ა­ნად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ რო­გორც ამ კონ­კრე­ტულ საქ­მე­ში, ისე სხვა საქ­მე­ებ­შიც, სა­კონ­სუ­ლო­ებ­მა დიდი შრო­მა გა­წი­ეს. მათ ვერც ენ­თუ­ზი­აზ­მის ნაკ­ლე­ბო­ბას დას­წა­მებ და ვერც გულ­გრი­ლო­ბას, მაგ­რამ პრობ­ლე­მა იცით რა­შია? თი­თო­ე­ულ სა­კონ­სუ­ლო­ში მუ­შა­ობს სულ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და რა მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბიც არ უნდა იყ­ვნენ ისი­ნი, ფი­ზი­კუ­რად ვერ სწვდე­ბი­ან ამ უზარ­მა­ზარ სა­მუ­შა­ოს. ზა­რებ­საც კი ვერ აუ­დი­ან ემიგ­რან­ტე­ბის­გან.
ძა­ლი­ან არას­წო­რი იყო დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის გა­უქ­მე­ბა. რო­დე­საც ლა­მის ნა­ხე­ვა­რი ქვე­ყა­ნა ემიგ­რა­ცი­ა­შია, არ უნდა არ­სე­ბობ­დეს ცალ­კე უწყე­ბა, რო­მე­ლიც ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი?" - აღ­ნიშ­ნა ლედი ტუკ­ვა­ძემ.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2017 წლის იან­ვარ­ში, მას შემ­დეგ, რაც უწყე­ბა გა­უქ­მდა და დი­ას­პო­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ო­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ შე­ი­თავ­სა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი აპ­რო­ტეს­ტებ­და. „ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ამ“ არა­ერ­თხელ მო­უ­წო­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, ნაჩ­ქა­რე­ვად არ მი­ე­ღოთ უწყე­ბის გა­უქ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.
საქ­მე­ზე ინ­ფორ­მა­ცია აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს. რო­გორც AMBEBI.GE-ს უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის წა­მე­ბა ფლო­რენ­ცი­ის ცი­ხე­ში შე­წყვე­ტი­ლია და ის ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.
„იტა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სულ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე. ამ­ჟა­მად, იგი გა­დაყ­ვა­ნი­ლია ცი­ხის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სუ­ლი მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­შია და­კა­ვე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან. კონ­სუ­ლი შეხ­ვდა ცი­ხის უფ­როსს და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლებ­მაც აღ­ნიშ­ნეს, რომ მო­ქა­ლა­ქის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად გა­უმ­ჯო­ბეს­და", - გა­ნა­ცხა­დეს სა­მი­ნის­ტრო­ში.
32 წლის ქარ­თველ ემიგ­რანტს, გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩა­რე­ვის შე­დე­გად, სა­პა­ტიმ­რო­ში უკვე აღარ აწა­მე­ბენ და ის სხვა სა­კან­შიც გა­და­იყ­ვა­ნეს. თუმ­ცა, რო­გორც მისი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რის­კე­ბი კვლავ რჩე­ბა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment