ჩხოროწყუში, ტობავარჩხილის ხეობაში ოთხი წლის წინ დაკარგულ ერთადერთ შვილს დედა ამ დრომდე ეძებს. 33 წლის გიორგი მუჩიაშვილი 2015 წლის აგვისტოს გაუჩინარდა, თუმცა ინგა ვეკუას იმედი აქვს, რომ შვილს ცოცხალს და უვნებელს იპოვის. ამ იმედით ის შვილის შესახებ ინფორმაციას უკვე მეოთხე წელია ავრცელებს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
როგორც ინგა ვეკუა AMBEBI.GE-ს უყვება, გიორგი ტობავარჩხილზე სალაშქროდ მეგობრებთან ერთად იყო წასული. თუმცა მან ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მეორე ტბისკენ წასვლა არ მოისურვა და მათ უთხრა, რომ გზად დაელოდებოდა. ვეკუა ამბობს, რომ მისი შვილი დაბრუნებულ მეგობრებს იმ ადგილას არ დახვდათ, სადაც დატოვეს.
.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
"ოთხი წელია ვეძებთ, ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი ვერ ვიპოვეთ. ასე ხომ არ შეიძლება, სადღაც ხომ უნდა იყოს? ოთხი წლის წინ, მეგობრებთან ერთად, სალაშქროდ წავიდა. ფეხსაცმელი უჭერდა და მათთვის უთქვამს, რომ მეორე ტბამდე ვერ წავიდოდა და პირველ ტბასთან დაელოდებოდა. პირველიდან მეორე ტბამდე რვა საათის შუალედია. მობრუნებულ მეგობრებს იგი ადგილზე არ დახვდათ. მაშინ ტობავარჩხილის ტბის მიმდებარედ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ეძებდნენ. მე როგორც ვიცი, სამძებრო ღონისძიებაში ასამდე ადამიანი იყო ჩართული. მადლობელი ვარ მათი, მაგრამ ყოველ წელს ვითხოვ დახმარებას. გუშინაც დავარიგე გიორგის ფოტოები თბილისში, ყიფშიძის ტერიტორიაზე, "აგროჰაბში", "კარფურში"... იმედი მაქვს, სადღაც არის და უბრალოდ ამნეზია აქვს. მე ვესაუბრე ფსიქოლოგებსაც და მითხრეს, რომ როდესაც ადამიანს ეშინია, ამნეზია ემართება. ცოტა მშიშარაც იყო. სხვანაირად არ შეიძლება. ჩემი შვილი სხვანაირად არ მომექცეოდა", - ამბობს დედა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ინგა ვეკუას თქმით, შვილის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მანამ არ შეწყვეტს, სანამ მის კვალს არ მიაგნებს. ოთხი წლის წინ დაკარგული ახალგაზრდას სამძებრო ღონისძიებებში მაშველების რამდენიმე ჯგუფი, ადგილობრივი მონადირეები და ვერტმფრენი იყო ჩართული.
ambebi,ge
No comments:
Post a Comment