ტაილანდში 77 წლის პენსიონერი კინოთეატრში საშინელებათა ფილმის, Annabelle -ის ყურებისას გარდაიცვალა.
Dailymail-ის ინფორმაციით, კაცი ბრიტანეთის მოქალაქე იყო და ის ტაილანდში ტურისტად ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, კაცის გარდაცვალების შესახებ კინოთეატრში მის გვერდით მჯდომმა მაყურებელმა სეანსის დასრულების შემდეგ შეიტყო და ყვირილი დაიწყო.
ცხედარი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაასვენა, სადაც კაცის გარდაცვალების მიზეზს დაადგენენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment