რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში სექსით დაკავებული წყვილი მე-9 სართულიდან გადავარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა 5 ივლისს შუაღამით მოხდა. თვითმხილველმა პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებს ადგილზე 30 წლამდე ასაკის ქალის ცხედარი დახვდათ. სავარაუდოდ, გარდაცვლილის პარტნიორი მსუბუქად დაზიანდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
წინასწარი ინფორმაციით, ქალი ოთხი კაცის თანხლებით მეცხრე სართულზე მდებარე ბინაში ალკოჰოლს სვამდა. მოგვიანებით ის ერთ-ერთ კაცთან განმარტოვდა და ისინი ფანჯრის რაფაზე სექსით დაკავდნენ. სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების გამო წყვილმა წონასწორობა დაკარგა და გადმოვარდა.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო და ინციდენტის მონაწილეთა ვინაობის დადგენას ცდილობს
imedinews.ge
No comments:
Post a Comment