ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა დღეს ქართული ენასა და ლიტერატურაში ტარდება.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ არის ზუსტი მონაცემები, იყო თუ არა აბიტურიენტების მხრიდან გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევები.
„გამოცდების პირველი სესია 09:00 საათზე დაიწყო ყველა საგამოცდო ცენტრში. არის ერთეული შემთხვევები, სადაც შესაძლოა, აბიტურიენტმა დააგვიანა ან შეეშალა საგამოცდო ცენტრი. დღეს და ხვალ მიმდინარეობს გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში. შედეგების გამოქვეყნება დაიწყება პირველი აგვისტოდან. საგამოცდო ცენტრებში სველი წერტილების განახლება მოხდა, გაგრილების სისტემა მუშაობს ყველგან“, - განაცხადა აბულაძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ თითოეულისთვის გამოცდები მაღალი შედეგით დასრულდება.
„თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მომენტი დაიწყო. მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს, რადგან კარგად გესმით, ცოდნა და შემოქმედება, ყოველდღიური შრომა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა, თქვენი პირადი კეთილდღეობისა და ქვეყნის განვითარების წინაპირობაა.
გულითადად გისურვებთ წარმატებებს. იმედი მაქვს, ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელებთ იმ ცოდნის გაღრმავებას, რომელსაც სკოლებში დაეუფლეთ,“ - მიმართა ბატიაშვილმა აბიტურიენტებს.
ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17- 24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა; მასწავლებლის კომპეტენციას კი 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment