დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ ცნობს. დღევანდელი სასამართლო პროცესი დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. სხომაზე მტკიცებულებების დასაშვებობასა და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობენ.
დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს. ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment