Pages

Tuesday, July 9, 2019

ნეპალში გაეროს ყოფილი მაღალჩინოსანი ბავშვზე სექსუალური ძალადობისთვის გაასამართლეს

ნეპალის სასამართლომ ქვეყანაში გაეროს ყოფილი მაღალჩინოსანი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საქმეში დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
62 წლის კანადელი პეტერ ჯონ დალგლიში 2018 წელს კატმანდუსთან ახლოს დააკავეს. მას სასამართლომ 12 წლის ბიჭზე სასტიკი მოპყრობისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 14 წლის ბიჭზე სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დალგიში წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს. მას სასამართლომ ასევე დააკისრა 4,600 დოლარის გადახდა თითოეული მსხვერპლისთვის. 
პეტერ ჯონ დალგლიში სხვადასხვა დროს გაეროში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment