Pages

Tuesday, July 2, 2019

გვენეტაძე: ლარის გაუფასურება ტურისტების შემცირების მოლოდინს უკავშირდებ

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტი ეროვნული ვალუტის ლარის გაუფასურებას ტურისტების შემცირების მოლოდინს უკავშირებს. „დღესდღეობით, ძნელია იმის შეფასება, თუ რა რაოდენობის და რა გავლენა ექნება ამას, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესია და აქედან გამომდინარე რთულია დასკვნების გაკეთება“, - აცხადებს გვენეტაძე.
„ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ქვეყანაში გარკვეული რაოდენობის ტურისტები აღარ ჩამოვიდნენ, რომლებიც გეგმავდნენ ადრე ჩამოსვლას, რა თქმა უნდა, აისახა მოლოდინებზე. გაჩნდა მოლოდინი, რომ ის საექსპორტო შემოსავლების სერვისები, რომლებიც ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, იქნება უფრო ნაკლები. ზუსტად ამ დროს გაცვლითი მცურავი კურსი ასრულებს როგორც ავტომატური სტაბილიზატორის ფუნქციას, რაც ამ შემთხვევაში უნდა შეასრულოს. დღესდღეობით, ძნელია იმის შეფასება, თუ რა რაოდენობის და რა გავლენა ექნება ამას, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესია. აქედან გამომდინარე რთულია დასკვნების გაკეთება“, - ეს განცხადება სებ-ის პრეზიდენტმა დღეს სასტუმრო „შერატონში“ ახალი 10-ლარიანი ბანკნოტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გააკეთა. 
ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 25 ივნისიდან დაიწყო, როცა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით 4 თეთრით გაუფასურდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.
როგორ აისახება პუტინის ბრძანება ქართულ ეკონომიკაზე? - ვრცლად წაიკითხეთ ამ 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment