Pages

Saturday, July 6, 2019

რაში სჭირდება თურქეთს რუსული ანტისარაკეტო სისტემა და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ერდოღანის "გაჯიუტებას"?

"რა­ტომ არ ამ­ბობს უარს თურ­ქე­თი რუ­სე­თის­გან ან­ტი­სა­რა­კე­ტო კომ­პლექს S400-ების შე­ძე­ნა­ზე", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას გა­მო­ცე­მა Deutsche Welle, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, ამე­რი­კის მხრი­დან სან­ქცი­ე­ბის, მუ­ქა­რი­სა და ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თურ­ქე­თი ივ­ლის­ში რუ­სე­თის­გან შე­ი­ა­რა­ღე­ბას მა­ინც შე­ის­ყი­დის. "რა ემუქ­რე­ბა თურ­ქეთს?" - ასეთ აქ­ცენტს აკე­თებს გა­მო­ცე­მა. დო­ნალდ ტრამპმა არა­ერ­თხელ მი­მარ­თა რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღანს, რათა მან უარი თქვას რუ­სეთ­თან შე­თან­ხმე­ბა­ზე, ამე­რი­კულ ან­ტი­სა­რა­კე­ტო კომ­პლექს Patriot-ის შე­ძე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამე­რი­კამ თურ­ქეთს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის ვადა 31 ივ­ლი­სამ­დე მის­ცა, ამის შემ­დეგ ის, პირ­ველ ეტაპ­ზე, ან­კა­რის­თვის მე­ხუ­თე თა­ო­ბის მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი თვითმფრი­ნა­ვე­ბის - F-35-ის მი­წო­დე­ბის შე­წყვე­ტი­თა და ქვეყ­ნი­დან ამე­რი­კე­ლი პი­ლო­ტე­ბის გა­მოწ­ვე­ვით იმუქ­რე­ბა. თუმ­ცა, ან­კა­რა­ში მოს­კოვ­თან შე­თან­ხმე­ბა­ზე უა­რის თქმას არ აპი­რე­ბენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

amerikiskhma.com-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრამ­პი ერ­დო­ღა­ნის მხა­რე­საა, თუმ­ცა კონ­გრე­სი მის­გან თურ­ქე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას ითხოვს. თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, მოს­კოვ­მა და­ას­რუ­ლა ან­კა­რას­თან აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა და ის არ აპი­რებს მის ჩაშ­ლას. პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2,5 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს.
თურ­ქე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ხუ­ლუ­სი აკა­რის თქმით, ქვე­ყა­ნა მზად არის რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბის მი­სა­ღე­ბად. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, თურ­ქმა სამ­ხედ­რო­ებ­მა უკვე გა­ი­ა­რეს გა­დამ­ზა­დე­ბა რუ­სეთ­ში და მზად არი­ან ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა S400-ებზე სა­მუ­შა­ოდ. მათ ქვეყ­ნის ად­გი­ლობ­რივ შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში 2019 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან ჩა­უშ­ვე­ბენ.
მა­ინც რაში სჭირ­დე­ბა თურ­ქეთს რუ­სუ­ლი ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა? - სა­კი­თხზე უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტი ულ­რიხ კუნი (Ulrich Kuhn)მსჯე­ლობს, რომ­ლის თქმი­თაც, თურ­ქე­თის ხის­ტი პო­ზი­ცია, შე­ის­ყი­დოს რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბა, ცალ­კე­ულ ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.
"ეს შე­თან­ხმე­ბა შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სვლა ჭად­რა­კის ეფექ­ტით. ტრამ­პის ად­მი­ნიტ­რა­ცი­ამ ძა­ლი­ან გა­აბ­რა­ზა ერ­დო­ღა­ნი, რო­დე­საც მას ფე­თჰუ­ლა გი­უ­ლე­ნის გა­და­ცე­მა­ზე უარი უთხრა. გარ­და ამი­სა, ამე­რი­კამ მო­კავ­ში­რედ და­ი­ჭი­რა სი­რი­ა­სა და ერაყ­ში ქურ­თე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მელ­თაც თურ­ქე­თი ტე­რო­რის­ტე­ბად აღიქ­ვამს. ერ­დო­ღა­ნის პა­სუხ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა, - რუ­სეთ­თან ია­რა­ღის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბით, მან მე­სი­ჯი გა­უგ­ზავ­ნა ამე­რი­კას, რომ თურ­ქე­თი, რო­გორც ტრან­ზი­ტუ­ლი ქვე­ყა­ნა, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და თა­ვის ინ­ტე­რე­სებს გა­ა­ტა­რებს. სხვა სა­კი­თხია, ვინ რამ­დე­ნად და­ზა­რალ­დე­ბა ამით", - წერს ექ­სპერ­ტი.
iz.ru-სთან სა­უ­ბარ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში რუსი ექ­სპერ­ტი ვიქ­ტორ ოლე­ვი­ჩი იმე­დოვ­ნებს, რომ ამე­რი­კა არ და­უ­წე­სებს თურ­ქეთს სან­ქცი­ებს. "თუმ­ცა, თუ ვა­შინგტო­ნი მა­ინც და­ა­კის­რებს ან­კა­რას სან­ქცი­ებს, მა­შინ ნატო-ს ბლოკ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ე­ძა­ბე­ბა", - აცხა­დებს ის.
ამავდრო­უ­ლად, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დია აქ­ტი­უ­რად აცხა­დებს, რომ და­სავ­ლეთ­მა თურ­ქე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­კის­რე­ბა გა­და­ი­ფიქ­რა და თურ­ქე­თი რუ­სუ­ლი S400-ების გა­და­ზიდ­ვას 7 ივ­ლი­სი­დან შე­უდ­გე­ბა.
haqqin.az-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც Foreign Policy-ს ეყ­რდნო­ბა, უკვე ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში ან­კა­რა ვა­შინგტო­ნის­გან სამი სა­ხის ახალ სან­ქცი­ებს უნდა ელო­დოს
კი­დევ ერთი თურ­ქი პო­ლი­ტო­ლო­გის ჯე­ი­ლან ოზ­გი­უ­ლის ცნო­ბით, ამე­რი­კის კონ­გრე­სის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი ისე­დაც არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ თურ­ქე­თის ეკო­ნი­მი­კას კი­დევ უფრო და­ა­ზი­ა­ნებს.
"ახლა ან­კა­რა­ში ალ­ტერ­ნა­ტი­ვას ეძე­ბენ, რო­გორც ეკო­ნო­მი­კის, ასე­ვე სამ­ხედ­რო თვით­მიფ­რა­ნე­ვის ჩა­სან­ცვლებ­ლად და ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით კვლავ რუ­სე­თი გა­ნი­ხი­ლე­ბა. F-35-ის Су-57-ით შეც­ვლა თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ი­ტინ­გის კი­დევ უფრო მე­ტად და­ცე­მას გა­მო­იწ­ვევს. ორ ქვე­ყა­ნას შო­რის მიმ­დი­ნა­რე პე­რი­პე­ტი­ე­ბი­სა და სხვე­ბის მხრი­დან მცდე­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ცალ­სა­ხად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თურ­ქე­თის სა­ბა­ზო პო­ლი­ტი­კა ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი კი­დევ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ გახ­დე­ბა", - ამ­ბობს ოზ­გი­უ­ლი.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment