ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტზე სოფო ქაცარავას მიერ ინიცირებული პროექტი "უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში" ხმათა უმრავლესობით მიიღეს. 50 მომხრე, 5 წინააღმდეგი-ასე დასრულდა კენჭისყრა.
რეზოლუციაში ასახულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მძიმე ვითარება, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის: “რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით“ გათვალისწინებულ დამნაშავე პირებთან მიმართებაში სამართლის აღსრულების ხელშეწყობა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაცია და არაადამიანური მოპყრობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეული დაბრუნება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმის დაშვების აუცილებლობა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ხელშეწყობა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის და ინიციატივის - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მტკიცე მხარდაჭერა.
კომიტეტზე დიდი ბრიტანეთის, შვედეთის და უკრაინის დელეგაციების წევრებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს და რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ნორმებისა და სამართლის დაცვისკენ მოუწოდეს.
რეზოლუციის პროექტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილება, რომლის დამტკიცების შემდეგ, დოკუმენტი ლუქსემბურგის საბოლოო დეკლარაციაში აისახება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment