Pages

Friday, July 12, 2019

საქართველოში "ნამდვილი გიჟი" ჩამოდის - მსახიობი, მუსიკოსი და მოდელი, რომელიც მსოფლიოს მუდმივად აინტერესებს

47 წლის ჯა­რედ ლეტო მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, მუ­სი­კო­სი, პრო­დი­უ­სე­რი და მო­დე­ლია. და მა­ინც, რო­მელ ლე­ტოს ვიც­ნობთ უკეთ - მსა­ხი­ობს? მომ­ღე­რალს? რა­ტომ გიჟ­დე­ბი­ან მას­ზე ახალ­გაზ­რდე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით?

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, ლეტო პირ­ვე­ლად 1995 წელს გა­მოშ­ვე­ბულ ფილმში How to Make an American Quilt ვი­ხი­ლეთ, მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა კი 1998 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც მან და მის­მა ძმამ, შე­ნონ ლე­ტომ, რო­კბენ­დი Thirty Seconds to Mars ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს.
რო­გორც ხე­დავთ, ლე­ტომ მსა­ხი­ო­ბი­სა და მუ­სი­კო­სის კა­რი­ე­რა თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­ი­წყო და რთუ­ლია იმის გა­დაჭ­რით თქმა, მუ­სი­კა­შია სა­უ­კე­თე­სო თუ კი­ნო­ში. ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა თა­ვა­დაც უჭირს. 10 წლის წინ, როცა ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა - ვინ ხართ, მსა­ხი­ო­ბი თუ მუ­სი­კო­სიო, ლე­ტომ ასე უპა­სუ­ხა: "რა გი­თხრათ, უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ ვიყო ის, ვინც ვარ. ენდი უორ­ჰოლს აქვს მშვე­ნი­ე­რი გა­მო­ნათ­ქვა­მი: ეტი­კე­ტე­ბი მხო­ლოდ კონ­სერ­ვებ­ზეა! მთა­ვა­რია, სა­მუ­შა­ომ მთლი­ა­ნად შე­მი­პყროს და გა­მი­ტა­ცოს, იმას კი სუ­ლაც არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რას ვა­კე­თებ."
გუ­ლახ­დი­ლად რომ ვთქვათ, არც მისი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­თვის აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რას გა­ა­კე­თებს ლეტო. სა­დაც არ უნდა ვი­ხი­ლოთ იგი - სცე­ნა­ზე, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, თუ პო­დი­უმ­ზე - ყველ­გან თვა­ლის­მომჭრე­ლი და არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი იქ­ნე­ბა.
თუკი მუ­სი­კა­ში თა­ვის თავს გა­მო­ხა­ტავს, კი­ნო­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რო­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა: ტრანსგენ­დე­რი, ჯო­კე­რი, ლე­ნო­ნის მკვლე­ლი, მეც­ნი­ე­რი... ეს ჯა­რედ ლე­ტოს რო­ლე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია. მსა­ხი­ო­ბი ყვე­ლა მათ­გან­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, რაც გა­რეგ­ნო­ბა­სა და ხა­სი­ათ­ზე აშ­კა­რად აი­სა­ხა.
სხვა­თა შო­რის, ლეტო იმ მსა­ხი­ო­ბე­ბის რიგს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლე­ბიც რო­ლის გამო ყვე­ლა­ფერ­ზე მი­დი­ან. მა­გა­ლი­თად, ფილმში „და­ლა­სის შემ­სყიდ­ველ­თა კლუ­ბი“ ტრანსგენ­დე­რის რო­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად მსა­ხი­ობ­მა 17 კგ და­იკ­ლო, სა­ხე­სა და სხე­ულ­ზე თმა მთლი­ა­ნად მო­ი­შო­რა და მა­ღალ ქუს­ლებ­ზე შედ­გა.
მის თავ­გან­წირ­ვას შე­დე­გი მოჰ­ყვა და სწო­რედ ამ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის­თვის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო ოს­კა­რი და ოქ­როს გლო­ბუ­სი და­იმ­სა­ხუ­რა.
არა­ნაკ­ლებ დიდ რის­კზე წა­ვი­და ფილ­მის "27-ე თა­ვის" გა­და­ღე­ბი­სას, როცა ჯონ ლე­ნო­ნის მკვლე­ლის გან­სა­სა­ხი­ე­რებ­ლად 28 კი­ლოგ­რა­მი მო­ი­მა­ტა. მსა­ხი­ო­ბი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ჯან­საღ საკ­ვებს - პი­ცას, ჰამ­ბურ­გე­რებს, პას­ტა­სა და ნა­ყინს მი­ირ­თმევ­და, რა­მაც შემ­დეგ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბიც გა­უ­ჩი­ნა, მაგ­რამ დი­ე­ტი­სა და ვარ­ჯი­შის დახ­მა­რე­ბით, ფორ­მას მა­ლე­ვე და­უბ­რუნ­და.
ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო მისი ერთ-ერთი ბოლო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბი­სას ფილმში „და­ნის პირ­ზე მორ­ბე­ნა­ლი 2049“, რო­მელ­შიც ლე­ტომ დიდი მეც­ნი­ე­რი ნი­ან­დერ ვო­ლა­სი გა­ნა­სა­ხი­ე­რა.
ვი­ნა­ი­დან იგი უსი­ნათ­ლო იყო, ჯა­რედ­მა როლ­ში შე­სას­ვლე­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი ლინ­ზე­ბი მო­ირ­გო და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ასის­ტენ­ტის დახ­მა­რე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.
კი­ნომ­ცოდ­ნე ციკო ინა­უ­რი ჯა­რედ ლე­ტოს რო­ლე­ბი­დან ერთს გა­მო­არ­ჩევს: "ლეტო ერთ-ერ­თია იმ მსა­ხი­ობ­თა­გან, რო­მელ­მაც საკ­მა­ოდ მცი­რე ასაკ­ში ბევ­რი რამ მო­ას­წრო, რო­გორც კინო, ასე­ვე მუ­სი­კის სამ­ყა­რო­ში. ის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბია, რო­მე­ლიც პი­რა­დად ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე და­მა­მახ­სოვ­რე­ბელ პერ­სო­ნაჟს ფილმში - “მის­ტერ არა­ვინ” ქმნის."
კი­ნომ­ცოდ­ნე ია ვე­კუ­ას თქმით, ჯა­რედ ლე­ტოს, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის წარ­მა­ტე­ბა იმან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გი­ლას აღ­მოჩ­ნდა, როცა „და­ლა­სის შემ­სყიდ­ველ­თა კლუბ­ში“ მი­ი­ღო როლი:
„შემ­დეგ იყო არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო, ჯო­კე­რის როლი. მაგ­რამ მე უფრო გა­მო­ვარ­ჩევ­დი ფილ­მს „მის­ტერ არა­ვინ“, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე ჯა­რედ ლე­ტოს პო­პუ­ლა­რო­ბა გა­ნა­პი­რო­ბა და ამის შემ­დეგ, მუდ­მი­ვად აღ­ვი­ძებს მა­ყუ­რე­ბელ­ში ინ­ტე­რესს“.
რაც შე­ე­ხე­ბა იმას, მსა­ხი­ო­ბი უკე­თე­სია, თუ მომ­ღე­რა­ლი, ამის გარ­კვე­ვა ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს მალე თა­ვად შე­ეძ­ლე­ბა, როცა ჯა­რედ ლეტო თა­ვის ჯგუფ­თან ერ­თად წარ­დგე­ბა.
რას უნდა ვე­ლო­დოთ ჯა­რედ ლე­ტოს­გან Thirty Seconds to Mars-ის კონ­ცერ­ტზე?
Thirty Seconds to Mars სა­ქარ­თვე­ლოს Check in Georgia-ს ფარ­გლებ­ში ეწ­ვე­ვა და მსმე­ნელს „ბლექ სი არე­ნა­ზე“ და­უ­ვი­წყარ შოუს შეს­თა­ვა­ზებს, რაც, მეტ­წი­ლად, სწო­რედ სო­ლის­ტის, ჯა­რედ ლე­ტოს დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მა­გა­ლი­თად, 2013 წელს რიო დე ჟა­ნე­ი­რო­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე ზიპ­ლა­ი­ნით და­ეშ­ვა და სიმ­ღე­რა ჰა­ერ­ში მო­ფარ­ფა­ტემ შე­ას­რუ­ლა.
ლეტო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი მომ­ღე­რა­ლია და ყო­ველ­თვის არა­ორ­დი­ნა­რუ­ლად აც­ვია. მისი ჩაც­მის სტი­ლის ევო­ლუ­ცია ბოლო დროს იმ ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა, რომ მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი „გუ­ჩის“ სახე გახ­და. სცე­ნა­ზე ტან­საც­მლის გახ­და და ფა­ნე­ბის­თვის და­რი­გე­ბა უკვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. სხვა­თა შო­რის, პი­რი­ქი­თაც ხდე­ბა ხოლ­მე. ერთხელ სცე­ნა­ზე ვე­ფხვის ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ბიჭი აიყ­ვა­ნა, ფორ­მა გა­ხა­და და თა­ვად ჩა­იც­ვა.
რამ­დე­ნი­მე დღის წინ იტა­ლი­ა­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე კი ფანი სცე­ნა­ზე აიყ­ვა­ნა, წინ და­ის­ვა და ასე უმ­ღე­რა. იმ გო­გო­ნას ად­გი­ლას ყოფ­ნას ნე­ბის­მი­ე­რი ფანი ინატ­რებ­და.
ამ და სხვა სი­გი­ჟე­ე­ბის გამო, ჯა­რედ ლეტო მთელ მსოფ­ლი­ო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ. ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლიც მო­უთ­მენ­ლად ელის Thirty Seconds to Mars-ის კონ­ცერტს. ანი ლო­მი­ძემ, რო­მე­ლიც ჯგუ­ფის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ფა­ნია, ბი­ლე­თი სცე­ნას­თან ახ­ლოს აიღო, რათა თა­ვი­სი ოც­ნე­ბის ჯგუფს მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­უ­ახ­ლოვ­დეს:

"ამ ჯგუფს პა­ტა­რა ასა­კი­დან ვუს­მენ, მათი ყვე­ლა სიმ­ღე­რა ზე­პი­რად ვიცი და ჯერ კი­დევ ვერ ვი­ჯე­რებ, რომ შვი­დი წლის ოც­ნე­ბა მიხ­დე­ბა. ჩემ­თვის მარ­სე­ბის მუ­სი­კა არამ­ხო­ლოდ მუ­სი­კაა, არა­მედ მათი თი­თო­ე­უ­ლი სიმ­ღე­რა მსმე­ნელს თვითრწმე­ნას მა­ტებს და მო­უ­წო­დებს, რომ ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლოს.
ჯა­რე­დი ყო­ველ­თვის ამ­ბობს: Follow your dreams და შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, ამ ბენდმა მას­წავ­ლა, რომ არა­სო­დეს არ უნდა დავ­ნებ­დე. ჯა­რე­დი, რო­გორც პერ­ფორ­მე­რი, ნამ­დვი­ლი გი­ჟია, ხან დაც­ვას გა­ურ­ბის, ხან ხალ­ხში გა­დახ­ტე­ბა, ხან ხელს და­გავ­ლებს, სცე­ნა­ზე აგიყ­ვანს და მას­თან ერ­თად გამ­ღე­რებს. ზუს­ტად მა­გი­ტომ მოგ­ვწონს ფა­ნებს, ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ას ქმნის, რომ მას­თან ში­ნა­უ­რუ­ლად ვართ" - გვე­უბ­ნე­ბა ანი ლო­მი­ძე.
Thirty Seconds to Mars-ის კონ­ცერ­ტამ­დე ერთი თვე დარ­ჩა. მთელ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი როკ-ჯგუ­ფი „ბლექ სი არე­ნას“ სცე­ნას 13 აგ­ვის­ტოს და­ი­კა­ვებს და ქარ­თველს მსმე­ნელს პირ­ვე­ლად შეხ­ვდე­ბა (ბი­ლე­თის შე­სა­ძე­ნად გა­და­დით ბმულ­ზე)
ambebi.ge

No comments:

Post a Comment