ბათუმში ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი აღარ ჩატარდება. როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლუბ UP2U-ს მფლობელმა ირაკლი ფირანიშვილმა განუცხადა, 27 ივლისს ჩანიშნული კონცერტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ვითარებას უკავშირდება.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მისივე ინფორმაციით, რუსული ჯგუფის კონცერტზე დასასწრებად 1000-ზე მეტი ბილეთი იყო გაყიდული.
„ორშაბათს დავდებთ ალტერნატიულ ვარიანტს. Bob Sinclar-ს ან Moloko-ს, ზუსტად არ ვიცით, ჯერ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმ ხალხს, ვისაც A-Studio-ს კონცერტზე დასასწრებად ბილეთები ჰქონდათ შეძენილი, შეეძლებათ იმ ბილეთით აღნიშნულ საღამოზე დასწრება. იმ შემთხვევაში თუ სხვა კონცერტით ჩანაცვლების სურვილი არ აქვთ, მიმართონ tkt.ge-ს და ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ“, - აცხადებს კლუბის მფლობელი.
ჯგუფი A-Studio და მისი სოლისტი ქეთა თოფურია წლებია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კონცერტებში მონაწილეობენ. 2018 წელს მომღერალი წინასაარჩევნოდ გავრცელებულ მხარდამჭერ კლიპშიც მონაწილეობდა.
20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 4 ადამიანის დაკავების შესახებ შსს-ში 5 ივლისს განაცხადეს. ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბუდაღაშვილი და ცოტნე სოსელია მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.
როგორ აისახება პუტინის ბრძანება ქართულ ეკონომიკაზე? - ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment