Pages

Tuesday, August 20, 2019

"რუსთავი 2"-ს ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და გიორგი ლაფერაშვილი ტოვებენ - რას ასახელებს მიზეზად არხის გენდირექტორი

რუს­თა­ვი 2“-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი პა­ა­ტა სა­ლია ადას­ტუ­რებს, რომ არ­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ნო­დარ მე­ლა­ძე სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რო­გორც სა­ლი­ამ ცოტა ხნის წინ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, არხს ტო­ვებს კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე შვე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, მათ შო­რის ეკა კვე­სი­ტა­ძე, გი­ორ­გი გა­ბუ­ნია, გი­ორ­გი ლა­ფე­რაშ­ვი­ლი. სა­ლია ადას­ტუ­რებს არ­ხი­დან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის წას­ვლა­საც.
„ვა­დას­ტუ­რებ, რომ ნო­დარ მე­ლა­ძე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია და მას­თან ერ­თად გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა ისი­ნი ამ ეტაპ­ზე შვე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და შვე­ბუ­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა არხს და მის მე­სა­კუთ­რეს, იყოს კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ.
მი­სი­ვე თქმით, „თუ ად­გი­ლი არ ექ­ნე­ბა ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქტს, არც ერთ ადა­მი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფე­რი მოხ­დე­ბა, პო­ზი­ტი­უ­რის გარ­და“.
„მე შე­გახ­სე­ნებთ და თქვენც ხე­დავთ, რომ მე­დი­ა­ში ხში­რია სხვა­დას­ხვა ჟურ­ნა­ლის­ტის გან­ცხა­დე­ბე­ბი, მათ შო­რის გვეს­მის ყოვ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც არხზეა და­საქ­მე­ბუ­ლი, აპი­რებს რა­ღა­ცის გა­სა­ჩივ­რე­ბას ან სხვას­თან ერ­თად რა­ღა­ცას ასა­ჩივ­რებს, ან თავს მო­ი­აზ­რებს იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, ვი­საც სარ­ჩე­ლე­ბი აქვს შე­ტა­ნი­ლი და ვინც ცდი­ლობს შეც­ვა­ლოს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეს არის წმინ­და ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი და არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც არის და­საქ­მე­ბუ­ლი არხზე, სურ­დეს შე­იც­ვა­ლოს მე­სა­კუთ­რე და ამის მი­საღ­წე­ვად არ იშურ­დებ­დეს ძალ-ღო­ნეს. შე­სა­ბა­მი­სად ვთვლით, რომ ამ ეტაპ­ზე ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ იმუ­შა­ვე­ბენ არხზე და მი­ღე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა შვე­ბუ­ლე­ბა­ში არი­ან, ან შვე­ბუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში აკე­თე­ბენ ჩემი აზ­რით, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბას, რომ თურ­მე სხვა არ­ხის და­ფუძ­ნე­ბა­ში იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, სხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რაც პირ­და­პირ არის აკ­რძა­ლუ­ლი ჩვე­ნი შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით...“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ.
არ­ხის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ასე­ვე დას­ძი­ნა: „ისეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც არხზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი თვლი­ან, რომ ბრძო­ლის რე­ჟიმ­ში არი­ან ჩვენ­თან, ანუ მე­სა­კუთ­რეს­თან და მე­ნე­ჯმენ­ტთან და ისეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მი­ღე­ბუ­ლი აქვთ ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლი, ვერ იქ­ნე­ბი­ან არ­ხის ერ­თგუ­ლი“.
„ნო­დარ მე­ლა­ძეს და მას­თან ერ­თად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს აქვთ ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი. ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით, და­დე­ბუ­ლია თვალ­თმაქ­ცუ­რი გა­რი­გე­ბე­ბი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ას­თან „ინ­ტერ­მე­დია პლუს­თან,“ სა­ი­და­ნაც ის მო­გე­ბა, რო­მე­ლიც უნდა მი­ე­ღო „რუს­თა­ვი 2“-ს, მოხ­ვდა სხვა კომ­პა­ნი­ა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ი­დან ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლის მიერ გა­ტა­ნილ იქნა ეს ფული, რო­გორც დი­ვი­დენ­დი და შემ­დეგ და­რი­გე­ბუ­ლი იქნა კონ­კრე­ტულ პი­რებ­ზე, არ ვიცი სა­ჩუქ­რის თუ რა სა­ხით, რის შე­დე­გა­დაც შე­ძე­ნი­ლია გარ­კვე­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვთვლით, რომ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც არხზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი თვლი­ან, რომ ბრძო­ლის რე­ჟიმ­ში არი­ან ჩვენ­თან, ანუ მე­სა­კუთ­რეს­თან და მე­ნე­ჯმენ­ტთან და ისეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი აზ­რით, და­ვა­ლე­ბუ­ლი არი­ან სხვის­გან, მი­ღე­ბუ­ლი აქვთ ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლი, ვერ იქ­ნე­ბი­ან არ­ხის ერ­თგუ­ლი. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რომ ეს გუნ­დი იყოს ერ­თი­ა­ნი, ეს გუნ­დი იყოს ძლი­ე­რი და კრი­ტი­კუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა სა­ლი­ამ.
ამას­თან, პა­ა­ტა სა­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს მი­მარ­თა, რომ თა­ვი­ან­თი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რან­ტი თა­ვად არი­ან. სა­ლი­ას თქმით, ახლა არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თხოვ­ნაა, რომ არ­ხმა სიმ­შვი­დე, „კუ­რი­ერ­მა“ კი არ­სე­ბუ­ლი სიმწვა­ვე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს.
„მე არ მჯე­რა, რომ ერთი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს რა­მის გა­რან­ტი. თქვე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის, თქვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რან­ტი ხართ თქვენ თვი­თონ. თუ თქვენ რამე ეტაპ­ზე ჩათ­ვლით, რომ ვინ­მე გავ­წი­რო­ვებთ, ვინ­მე და­ვა­ლე­ბას გაძ­ლევთ, თქვენ ვე­რა­ვინ და­გას­წრებთ კა­მე­რას­თან მის­ვლას და ამის ღიად და­ფიქ­სი­რე­ბას. ამ ეტაპ­ზე ჩვე­ნი თხოვ­ნაა, რომ არ­ხმა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სიმ­შვი­დე, „კუ­რი­ერ­მა“ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ის სიმწვა­ვე, რაც აქვს და ვი­ყოთ უფრო მე­ტად კრი­ტი­კუ­ლე­ბი, ოღონდ როცა მეტ კრი­ტი­კუ­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობ, ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ კრი­ტი­კა უნდა იყოს უფრო მე­ტად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment