Pages

Friday, August 23, 2019

"ჩვენი სახლი იწვის, ფილტვები, რომლებიც პლანეტის ჟანგბადის 20 პროცენტს აწარმოებენ" - ტროპიკული ტყეების გადარჩენაზე მსოფლიო ლიდერები იმსჯელებენ

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი ამა­ზო­ნის ტყის ხან­ძარს „სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ზისს“ უწო­დებს და მი­იჩ­ნევს, რომ პრობ­ლე­მა „დიდი შვი­დი­ა­ნის“ სა­მი­ტის დღის წეს­რი­გის მთა­ვარ სა­კი­თხად უნდა იქ­ცეს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ბი­ბი­სი“ ავ­რცე­ლებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„ჩვე­ნი სახ­ლი იწ­ვის. ამა­ზო­ნის ტრო­პი­კუ­ლი ტყე, ფილ­ტვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი პლა­ნე­ტის ჟანგბა­დის 20 პრო­ცენტს აწარ­მო­ე­ბენ, იწ­ვის. მო­დით, ეს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცია პირ­ველ რიგ­ში გან­ვი­ხი­ლოთ,“ - წერს მაკ­რო­ნი „ტვი­ტერ­ზე.“

🙏 საქართველოს საპატრიარქო

ბრა­ზი­ლი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ჟაირ ბოლ­სო­ნა­რომ მაკ­რო­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვას ბრალ­დე­ბით უპა­სუ­ხა და გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად იყე­ნებს.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ბრა­ზი­ლი­ა­ში, ამა­ზო­ნის ტრო­პი­კულ ტყე­ებ­ში ათა­სო­ბით ცე­ცხლის კერა მძვინ­ვა­რებს. ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი სტი­ქი­აა.
გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით ხან­ძრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ბრა­ზი­ლი­ა­ში 85%-ით არის გაზ­რდი­ლი. სტი­ქია ტრო­პი­კუ­ლი ტყე­ე­ბის­თვის მშრალ სე­ზონ­ზე უცხო არ არის, მი­ზე­ზი კი ხში­რად ხდე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბი - მა­გა­ლი­თად, მეხი, თუმ­ცა ხან­ძრებ­ში დამ­ნა­შა­ვე მე­ტყე­ვე­ე­ბი და ფერ­მე­რე­ბიც არი­ან, რომ­ლე­ბიც ხე­ებს და­უნ­დობ­ლად ჩე­ხა­ვენ და მი­წას ასუფ­თა­ვე­ბენ.
აქ­ტი­ვის­ტე­ბი მე­ტყე­ვე­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­ში ბრა­ზი­ლი­ის პრე­ზი­დენტს, ჟაირ ბოლ­სო­ნა­როს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ბოლ­სო­ნა­რო კი, რო­მე­ლიც კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი, ამ­ბობს, რომ ხან­ძრე­ბის გა­ჩე­ნა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმი­ჯის შე­ლახ­ვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ბრა­ლია.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment