გაურკვეველი ნივთიერებით მოწამვლის შედეგად ბათუმში 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა. 19 აგვისტოს, გამთენიისას კლინიკა "მედ ცენტრში" სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორი გოგონა და ერთი ბიჭი შეიყვანა. ახალგაზრდა მამაკაცს დაუსვეს დიაგნოზი: დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტი. გოგონები საავადმყოფოდან მალევე გაწერს, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ბიჭის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა. შსს- მ საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ფაქტები, სამწუხაროდ განსაკუთრებით აქტიურდება ზაფხულში - დასვენებისა და მუსიკალური ფესტივალების სეზონზე. წინა წლებში რამდენიმე სამწუხარო შემთხვევა მოხდა, როცა ასევე დაუდგენელი ნივთიერებით, საზღვაო კურორტებზე ახალგაზრდები გარდაიცვალნენ.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გასულ წელს, ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დროს კლინიკებში 27 პირი გადაიყვანეს. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 25 შემთხვევაში სხვადასხვა სახის ინტოქსიკაცია დაფიქსირდა.
რამდენიმე დღის წინ ბახმაროში გამართული Sunset Fest-ის ერთ-ერთმა მონაწილემ "ფეისბუქზე" დაწერა, თუ როგორ გადაიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდები სასწრაფო დამხმარების ბრიგადებმა ფესტივალიდან:
"2 ბავშვი გაასვენეს ამ წამს ცოცხალ-მკვდარი ფესტივალიდან, ცივები და თითქმის აღარ მსუნთქავები. აი, ბიჭო ამნაირი გართობის დედაც, ოთხჯერ რომ შემომთავაზეს ბიო... ტრაგიკომედიაა აქაურობა, მუსიკა, როკვა და დაცემული ბავშვები, ისევ ბავშვები რომ უვლიან და მიასვენებენ. არც ადგილზე მობილიზირებული სასწრაფო დახმარება, არაფერი. 1 გოგონა და 1 ბიჭი ათი წუთის შუალედით გაითიშნენ და წაიღეს..." - წერს თორნიკე, რომელიც Sunset Fest-ს ესწრებოდა.
ექსპერტები პრობლემის მასშტაბურობაზე საუბრობენ და სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვენ, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც პრევენციაზე, ისე ზიანის შემცირებაზე.
AMBEBI.GE ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, პროფესორ ხათუნა თოდაძეს ესაუბრა:
„მთელ მსოფლიოში ხდება ასეთი ტრაგედიები. ხშირად ეს ნარკოტიკული საშუალებები იმ ტიპისაა, რომლებიც უფრო მეტად ხელს უწყობს გუნება-განწყობის აწევასა და აქტივობას და არა პასიურ სიამოვნებას. ყველაზე ფართოდ გავრცელებულია მაინც მარიხუანა, ექსტაზის ტიპის ნარკოტიკები და სინთეტიკური ნარკოტიკებია - ქიმიურად დამზადებული აბებისა და ხსნარების სახით.
სამწუხაროდ, მომხმარებელმა ძალიან ხშირად არ იცის რა ნარკოტიკულ საშუალებას იყენებს და რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს იმ ნარკოტიკების მიღებამ, რომელსაც მოიხმარს. ხშირია სხვადასხვა ნარკოტიკების შერევის შემთხვევები, ისინი აძლიერებენ მოქმედებას და შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის ბლოკირება, რაც თავის მხრივ იწვევს სიკვდილს. ასეთი "გართობის" მსხვერპლნი ხშირად არიან გამოუცდელი ახალგაზრდები.
ეუბნებიან რომ ხუთ წუთში დაგეწყება მოქმედება, ათ წუთში და რომ ვერ გრძნობენ მოქმედებას, ამატებენ და მერე ერთიანად ხდება მოქმედება...
პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკა, მაგრამ ეს უნდა დაიწყოს გაცილებით ადრე - სკოლის ასაკში, სტუდენტობისას და ა.შ. მოზარდს არ უნდა გაუჩნდეს სურვილი რეალობიდან გაქცევის. სპეციალური პრევენციული პროგრამებია, რომელბიც ძალიან ბევრ ქვეყანაში მუშაობს. წლიდან წლამდე ასწავლიან ახალგაზრდებს მთელ რიგ უნარ-ჩვევებს, როგორ აიღონ საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა და არ წამოეგონ შეთავაზებაზე თუ მას არ უნდა - ისწავლონ არას თქმა.
ასევე, მოზარდებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ნარკოტიკმა და ა.შ. ასპროცენტიანი კონტროლი შეუძლებებლია, ამიტომ სახელმწიფომ უნდა იმუშაოს ზიანის შემცირებაზეც. მაგალითად ბევრ ევროპულ ქვეყანაში არსებობს სპეციალური ლაბორატორიები, რომლებიც მოწყობილია ფესტივალების ტერიტორიაზე, კლუბებში. იქ ხდება ნარკოტიკის ხარისხის შემოწმება, რაც იცავს მომხმარებელს ლეტალური შედეგისგან" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ხათუნა თოდაძემ.
"თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრები მუსიკალურ ფესტივალებზე ნარკოტიკული ინტოქსიკაციის გახშირებულ შემთხვევებზე პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურების პასუხისმგებლობას აყენებენ.
დავით სუბელიანის განმარტებით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ძლიერი სისტემური რეფორმები, რომლებიც ზიანის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული:
„უნდა არსებობდეს ნარკოტიკების შემოწმების სისტემა, ვინაიდან ბაზარი არის შავი და არ ხდება მონიტორინგი, რაც დაიცავდა მომხმარებელს. ფესტივალებზე და კლუბებში უნდა მოხდეს ისეთი სისტემების დანერგვა, რაც კარგად არის აპრობირებული ევრუპულ ქვეყნებში. უნდა მისცენ ორგანიზაციებს საშუალება, რომლებმაც იციან ეს საქმე და აქვს სპეციალური აღჭურვილობა და მისცენ მუშაობის საშუალება.
მე რომ ვარ მინისტრი გახარია და ვხედავ ხალხი მიკვდება და აკრძალვა არ ჭრის ხომ, უნდა დავუშვა გამონაკლისი, მივცე საშუალება ორგანიზაციებს, რომ იმუშაონ, დაადგინონ ნარკოტიკის შემადგენლობა. არსებობს აპარატურები, რომლებიც იქვე, 15 წამში იძლევა პასუხს.
თუმცა, მთავარი ღონისძიებაა ის, რომ სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს სისტემატური მიდგომა კონკრეტულად ზიანის შემცირებაზე. ჩვენ ვმუშაობთ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 100 ადამიანი კვდება ნარკოტიკების ზედოზირებისგან. პრობლემაა ისიც, რომ არ არსებობს სრულფოფილი სტატისტიკა, აღრიცხვიანობა ასეთი ფატალური შემთხვევების. კომპლექსური რეფორმებია გასატარებელი, რომ შემცირდეს ზიანი" - ამბობს სუბელიანი და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს იღებენ, გაფრთხილებებს აძლევს:
- არ აურიონ ნარკოტიკული საშუალებები ერთმანეთში და განსაკუთრებით არ აურიონ ალკოჰოლთან
- არ დალიონ ბევრი წყალი, რადგან ეს აუცილებლად იწვევს სიკვდილს (არსებობს გახმაურებული შემთხვევა, როდესაც გოგონას უთხრეს, რომ გადახურებისგან დასაცავად ბევრი წყალი დაელია. გოგონას მიღებული ჰქონდა MDMA და გარდაიცვალა, რადგან დაეწყო ტვინის შეშუპება.
- ორგანიზმი არ უნდა გადახურდეს, შეისვენონ!
- ეცადონ, რომ ფხიზელი მეგობარი ყავდეთ გვერდით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იზრუნებს მათზე
- უნდა იცოდნენ, რომ 112-ზე დარეკვა შეიძლება და სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ერთად სამართალდამცველები არ მოვლენ
- ambebi.ge
No comments:
Post a Comment