Pages

Thursday, August 22, 2019

ტრამპი დანიის პრემიერს: აშშ-ს ასე არ უნდა ესაუბრო

აშშ-ის პრეზიდენტმა დანიის პრემიერმინისტრს განცხადება დაუწუნა.  

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მეტე ფრედერიქსენის ფრაზა, რომლის თანახმად აშშ-ის მიერ გრენლანდიის შეძენის იდეას „აბსურდი“ უწოდა, არასასიამოვნო და ცუდი შეფასება იყო.
„უბრალოდ უნდა ეთქვა - არა და ჩვენ არ დავინტერესდებოდით. ის არა მე, არამედ ესაუბრება აშშ-ს. აშშ-სთან კი ასე საუბრის უფლება არ გაქვს, ყოველ შემთხვევაში ჩემი პრეზიდენტობის დროს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრენლანდიის შესაძლო გაყიდვის ირგვლივ შექმნილი ვითარება განიხილეს. სატელეფონო საუბრისას პომპეომ დანიასთან როგორც ამერიკის მოკავშირესთან თანამშრომლობისთვის მადლიერება გამოხატა. 
თავის მხრივ, დანიელი დიპლომატი მეგობრულ და კონსტრუქციულ საუბარს მიესალმა. 
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით BBC იუწყება, რომ პომპეოს და კოფოდს დანიაში ტრამპის ვიზიტის გადადების შესახებ მეგობრული საუბარი ჰქონდათ. 
დანიის პრემიერმინისტრი არ ფიქრობს, რომ ტრამპის ვიზიტის გაუქმება ქვეყნებს შორის ურთიერთობას გააფუჭებს. 
დონალდ ტრამპმა დანიაში 2 სექტემბერს დაგეგმილი ვიზიტი მას შემდეგ გააუქმა, რაც მეტე ფრედერიქსენმა ტრამპის იდეას გრენლანდიის ყიდვის შესახებ აბსურდული უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტის გრენლანდიის შესყიდვის სურვილზე გასულ კვირას The Wall Street Journal-მა დაწერა. სტატიას დანიელი პოლიტიკოსების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი Reuters-თან  განაცხადა, რომ „ქვეყანა ბიზნესისთვის ღიაა, მაგრამ - არ იყიდება“.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment