Pages

Friday, August 23, 2019

რას დაკარგავს მსოფლიო ამაზონის ხანძრების შედეგად? - გარემოსდამცველები კატასტროფის მძიმე შედეგებზე

ამა­ზო­ნის ტყე­ებ­ში უკა­ნას­კნე­ლი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებს. იწ­ვის ის, რაც პლა­ნე­ტის ფილ­ტვე­ბის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი და ცე­ცხლი ყო­ველ­დღი­უ­რად ამ­ცი­რებს იმ ჟანგბა­დის რა­ო­დე­ნო­ბას, რო­მე­ლიც ასე სა­ჭი­როა ყვე­ლა ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თვის.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


ტყეს­თან ერ­თად ნად­გურ­დე­ბა ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაც, იწ­ვი­ან ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბი. თუმ­ცა აქვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც ცე­ცხლში გახ­ვე­ულ ცხო­ვე­ლებ­სა და მათ ტან­ჯვას ასა­ხავს, და რომ­ლებ­საც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, დარ­თუ­ლი აქვს ჰეშ­თე­გი #PrayforAmazonas, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სხვა ხან­ძრე­ბის დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი და მათ­ზე ასა­ხუ­ლი ად­გი­ლე­ბი ბრა­ზი­ლი­ა­ში სუ­ლაც არ არის

🙏 საქართველოს საპატრიარქო

მიმ­დი­ნა­რე წელს ამა­ზო­ნის ტყე­ში ხან­ძრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­აღ­წია. კოს­მო­სის კვლე­ვის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის გან­მარ­ტე­ბით, თა­ნამ­გზავ­რი­დან მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, მიმ­დი­ნა­რე წელს ხან­ძრის რა­ო­დე­ნო­ბამ 2018 წელ­თან შე­და­რე­ბით 85%-ით მო­ი­მა­ტა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ოფი­ცი­ა­ლუ­რი რი­ცხვე­ბის თა­ნახ­მად, 2019 წლის პირ­ვე­ლი 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრა­ზი­ლი­ა­ში 75 ათას­ზე მეტი ტყის ხან­ძა­რი და­ფიქ­სირ­და, რაც რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია 2013 წლის შემ­დეგ და ნამ­დვი­ლად აღე­მა­ტე­ბა გა­სუ­ლი წლის იმა­ვე პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნებ­ლებს, რო­დე­საც ხან­ძრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 40 ათა­სი იყო.
ამა­ზო­ნის ტყე­ში ხან­ძა­რი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა და ივ­ლი­სი­დან ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით ხში­რად ჩნდე­ბა კი­დეც, თუმ­ცა გა­რე­მოს დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი კახა ბახ­ტა­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ხან­ძრე­ბი ადა­მი­ა­ნის მიერ გან­გებ იყოს გა­ჩე­ნი­ლი:
"ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­ბუ­ლია ამ ტყე­ე­ბით და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რო­გორც მერ­ქნით, რომ­ლის მო­პო­ვე­ბაც იქ შე­იძ­ლე­ბა, ასე­ვე იმ ფარ­თო­ბით, რო­მე­ლიც ამ ტყეს უჭი­რავს.
არ ვიცი, ალ­ბათ, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ გან­ზრახ მო­წყო­ბი­ლი მცი­რე ხან­ძრე­ბიც იყოს, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ, ამ მას­შტა­ბურ ხან­ძრამ­დე მი­იყ­ვა­ნა ტე­რი­ტო­რია, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ათ­ვი­სე­ბა ხდე­ბა ამ ად­გი­ლე­ბის სა­მე­ურ­ნეო მიზ­ნე­ბის­თვის, ძა­ლი­ან დიდი რე­სურ­სე­ბია ამ ნი­ა­და­გებ­ში და ინ­ტე­რე­სიც საკ­მა­ოდ დი­დია.
ამა­ზო­ნის ტყე­ე­ბი არის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი, სა­დაც მსოფ­ლიო ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 10%-ია თავ­მოყ­რი­ლი. კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, ეს არის ძა­ლი­ან დიდი ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ტყე­ე­ბი შთან­თქა­ვენ ნახ­ში­რო­ჟანგს და გა­მო­ყო­ფენ ჟანგბადს. ამა­ზო­ნის ტყე თა­ვის თავ­ში იტევს ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნახ­ში­რო­ჟანგს და ხან­ძრე­ბის შე­დე­გად, ასე­თი დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბა იკარ­გე­ბა მსოფ­ლი­ოს­თვის" - ამ­ბობს კახა ბახ­ტა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.
ვი­კი­პე­დი­ას მი­ხედ­ვით, ამა­ზო­ნის ტყე ჟანგბა­დის მთე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის 20%-ს გა­მო­ყოფს, შე­სა­ბა­მი­სად ის ზა­რა­ლი, რო­მე­ლიც პლა­ნე­ტას მი­ად­გე­ბა, უკვე ცხა­დია, თუმ­ცა ამის გარ­და კახა ბახ­ტა­ძის თქმით, ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რი არის ის, რომ პლა­ნე­ტა ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას კარ­გავს:
"გვაქვს სა­ხეც­ვლი­ლი ეკო­სის­ტე­მე­ბი, ამ ეკო­სის­ტე­მებ­ში ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. სა­ხეც­ვლილ ეკო­სის­ტე­მებს თან ერ­თვის სხვა ცვლი­ლე­ბე­ბი გა­რე­მო­ში - ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბი, წყლი­სა და ნი­ა­და­გის რე­სურ­სე­ბის კარ­გვა. ძა­ლი­ან ბევ­რი ცვლი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა იკარ­გე­ბა და ამას ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გი ექ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის­თვის" - გან­მარ­ტავს ეკო­ლო­გი.

ამა­ზო­ნის ტყის ეკო­ლო­გი­ურ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას "სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა/დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ ნინო ჩხო­ბა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ტყე­ე­ბი და ტყის მა­სი­ვე­ბი ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რა­საც შე­უძ­ლია, კლი­მა­ტის ზე­მოქ­მე­დე­ბა შე­ამ­ცი­როს. მისი თქმით, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ ტყე­ე­ბის მა­სი­ვე­ბი გა­შენ­დეს, რათა მო­ხერ­ხდეს სით­ბუ­რი ეფექ­ტის ზე­მოქ­მე­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა.
გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით დღეს ამა­ზო­ნის ტყე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ბრა­ზი­ლი­ის პრე­ზი­დენ­ტის რი­ტო­რი­კას უკავ­ში­რე­ბენ, რო­მე­ლიც მათი თქმით, ტყის ჩეხ­ვის პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას უწყობს ხელს. პა­სუ­ხის გა­რე­შე აქ­ტი­ვის­ტე­ბი არც ბრა­ზი­ლი­ის პირ­ველ­მა პირ­მა და­ტო­ვა და გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლე­ბი ხან­ძრის გან­გებ გა­ჩე­ნა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რათა ბრა­ზი­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ეხ­დი­ნათ...
იქამ­დე სა­ნამ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი, ის გა­რე­მო იწ­ვის, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­ო­ნი სა­ხე­ო­ბის ცხო­ველ­სა და მცე­ნა­რეს იფა­რებს, მი­ლი­ო­ნამ­დე აბო­რი­გე­ნის სახ­ლია და რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ლი­ო­ნო­ბით ტონა ნახ­ში­რო­ჟანგს შთან­თქავს...
მთა­ვარ ფო­ტო­ზე: 13 აგ­ვის­ტოს გა­და­ღე­ბუ­ლი სა­ტე­ლი­ტის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს რამ­დე­ნი­მე ხან­ძრის კე­რას ბრა­ზი­ლი­ის ამა­ზო­ნის ტყე­ში
ambebi.ge

No comments:

Post a Comment