Thursday, August 22, 2019

Facebook-მა მიანმარში 200-ზე მეტი ანგარიში დაბლოკა

Facebook-მა მიანმარში 200-ზე მეტი გვერდი დახურა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით კომპანიაში აცხადებენ, რომ საეჭვო გვერდები მფლობელები საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობდნენ. 
კერძოდ, საუბარია 89 პირად ანგარიშზე, 107 გვერდზე და 15 ჯგუფზე. ზოგ მათგანს ასობით ათასი გამომწერი ჰყავდა. 
"იმის მიუხედავად, რომ ამ ანგარიშების მფლობელები თავიანთი ვინაობის დამალვას ცდილობდნენ, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ზოგი მათგანი მიანმარის სამხედრო ძალებთან არის კავშირში", - ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში. 
Facebook-მა მიანმარში ანგარიშები ადრეც გააუქმა. მაშინ სოციალური ქსელი იმაში დაადანაშაულეს, რომ მან როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ აგორებული სიძულვილის კამპანია ვერ მოთოკა. 2017 წელს შეიარაღებულ ძალებთან კონფლიქტის შედეგად მიანმარიდან 730 000 როჰინჯა მუსლიმი ბანგლადეშში გაიქცა. 
გასულ კვირას კი ქვეყნის ჩრდილოეთ შტატში სახელმწიფო ჯარის და ამბოხებულების შეტაკებისას 19 ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მეტს კი სახლების დატოვება მოუწია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment