Thursday, October 29, 2015

მე-12 კლასი და საატესტატო გამოცდები არ უქმდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში მე-12 კლასისა და საატესტაციო გამოცდების გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება, რომელსაც Aris.ge-განათლება უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს რიგი მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მე-12 კლასი და შესაბამისად, საატესტატო გამოცდები უქმდება.
სამინისტრო მედიასაშუალებებს მოუწოდებს ყურადღებით მოეკიდონ მსგავს თემებს, რადგან დეზინფორმაციის გავრცელებით, პირველ რიგში, ზარალდებიან სწორედ მეთორმეტეკლასელი აბიტურიენტები, რომელთაც წინ საგამოცდო წელი აქვთ”,- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კითხვით რამდენიმე დღის წინ Aris.ge-განათლება – ს თავად მოსწავლეებმაც მიმართეს. 

No comments:

Post a Comment