Pages

Tuesday, October 6, 2015

„ჰერტამ“ კობიაშვილს მიულოცა

ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი უკვე შეუდგა ახალ საქმიანობას და ფეხბურთის ფედერაციის შენობაც მოინახულა. როგორც კობიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა პროფესიონალი, რომელიც თავის საქმიანობას თავს კარგად ართმევდა, დარჩება ფედერაციაში და გააგრძელებს თავის საქმიანობას, საოფისე ოთახის შეცვლას კი არ აპირებს, რადგან სამუშაოსთვის ყველა პირობაა შექმნილი.

ლევან კობიაშვილის გამარჯვებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი უკანასკნელი კლუბის, ბერლინის „ჰერტას“ ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა და ლევანს გამარჯვება მიულოცა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 18 ხმით არჩევნებში გამარჯვება ლევან კობიაშვილმა მოიპოვა. მის კონკურენტებს, რეზი არველაძეს 15, ხოლო მამუკა კვარაცხელიას საერთოდ არცერთი ხმა არ ერგო. „ჰერტას“ ყოფილი ფეხბურთელი პრეზიდენტად 4 წლით აირჩა.
ძალიან ემოციური დღეა! მადლობა ყველას, ვინც ქართული ფეხბურთის მომავალს მისცა ხმა, მადლობა ჩემი გუნდის წევრებს და მადლობა თქვენ, ჩემს გულშემატკივრებს იმისათვის, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მაძლევდით მოტივაციასა და ძალას.
მთავარი ახლა იწყება, ბრძოლა ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისათვის!“,განაცხადა არჩევნების შემდეგ ახალმა პრეზიდენტმა.  38 წლის ფეხბურთელმა ფეხბურთელმა კარიერა “ჰერტაში“ დაასრულა. „ჰერტა“ ულოცავს ლევან კობიაშვილს გამარჯვებას და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს სამომავლო საქმეებში“-ნათქვამია „ჰერტას“ ოფიციალურ განცხადებაში.

ედუარდ ჰედუ@ ბადალაშვილი

განათლების სახლის სპორტული მიმომხილველი 

No comments:

Post a Comment