Pages

Friday, October 23, 2015

ცხოვრებაში უფრო დიდ წარმატებებს სამოსნები უფრო აღწევენ ვიდრე ფრიადოსნები?!

ბრიტანელმა ჟურნალისტმა ჯონ ჰალტივანგერმა პროვოკაციული სტატია გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ სკოლის ნიშნები – სულაც არ არის ინტელექტუალური შესაძლებლობების მაჩვენებელი და ცხოვრებაში უფრო დიდ წარმატებებს სამოსნები უფრო აღწევენ  ვიდრე ფრიადოსნები.
აი რას წერს სტატიის ავტორი საკუთარი თეორიის გასამყარებლად:
როგორც პრაქტიკა აჩვენებს, კარგი ატესტატი ყოველთვის არ ნიშნავს ბილეთს ბედნიერ მომავალში, უსწავლელებს შორის კი არიან მდიდარი და ცნობილი ხალხი, რომელთა წარმატებას მთელი მსოფლიო ისურვებდა.
სტივ ჯობსს, მაგალითად, არ დაუმთავრებია კოლეჯი. ანალოგიური სიტუაცია აქვთ მარკ ცუკერბერგსა და ბილ გეითსს. ასევე სერგეი კოროლიოვი, რომელმაც პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა კოსმოსში, იყო სამოსანი. ვლადიმერ მაიაკოვსკი იმდენად ცუდად სწავლობდა, რომ ბოლომდე ვერ წაიკითხა „ანა კარენინა“. იოსებ ბროდსკი კი ოროსანი იყო, რასაც ხელი არ შეუშლია მისთვის მიეღო ნობელის პრემია ლიტერატურაში.
ჭკუა – არის აბსტრაქტული გაგება, მიღწევები სწავლაში – არ არის ყველაზე ობიექტური გზა მის გასაზომად. სკოლადამთავრებულის წარმატება ძირითადად განისაზღვრება იმით, თუ რას მიაღწია მან სასწავლებლის გარეთ, სკოლა კი ყოველთვის არ არის რეალური მომზადება იმისთვის, რაც დამოუკიდებელ ცხოვრებაში გველის.
წარმატება მოითხოვს დაჟინებას, უნარს, დაძლიო სირთულე, და მთავარს, გაიგო წარუმატებლობის ფასი. ამიტომაც ამდენი სამოსანი, რომელთაგან არავინ მოელოდა სკოლაში საოცრებებს, მართავენ ჩვენს მსოფლიოს. ისინი ხვდებიან, რას ნიშნავს იბრძოლო, რადგანაც ბავშვობიდანვე უწევთ მეტი წარუმატებლობის გადალახვა, ვიდრე ფრიადოსნებს. ზუსტად ეს თვისებები აქვს ყველა წარმატებულ მეწარმეს – მას არ ეშინია რისკის, მას შეუძლია არ მიყვეს ნორმებსა და წესებს, ამიტომ შეუძლია შექმნას რაღაც ახალი და არაორდინარული.
ოროსანი უსათუოდ ლიდერია თავის წრეში, მზად არის გაუძღვეს სხვებს არასტანდარტული გზით, სკოლის სისტემის გვერდის ავლით.
ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ასეთ ბავშვებს უბრალოდ არ აინტერესებთ სკოლის სტანდარტული დისციპლინა. სკოლაში გვეუბნებიან, რომ „შეიძლება მხოლოდ ასე და არა სხვაგვარად“, რითაც გვართმევენ შესაძლებლობას ვიაზროვნოთ არასტანდარტულად. მდიდრები იმიტომაც არიან მდიდრები, რომ ფიქრობენ არასტანდარტულად. მათ არავინ ეუბნება, რომ ეს არ შეიძლება, რადგან იქნება ასე და არა სხვაგვარად. ისინი ისმენენ, მაგრამ აკეთებენ ყოველთვის ისე, როგორც სურთ, შედეგად იმარჯვებენ.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი ნიშნების მიღება ცხოვრებაში წარმატების გარანტიაა, ისევე როგორც მხოლოდ ხუთიანები დღიურში – ეს ჯერ კიდევ არ არის დამამტკიცებელი საბუთი, რომ „შორს წახვალთ“. ნიშნები მხოლოდ ციფრებია ქაღალდზე. საბოლოო ჯამში, ჩვენს ცხოვრებას განაპირობებს ხასიათი, გამოცდილება, კავშირები და არა ნიშნები სკოლაში.
ამგვარად, თუ თქვენ არც ისე კარგი შედეგით დაამთავრეთ სკოლა ან უნივერსიტეტი, გულს ნუ გაიტეხთ. ცხოვრება წარმატებისა და წარუმატებლობის სერიაა. ჩვენ ვსწავლობთ ბევრ სასარგებლოს სკოლაში, მაგრამ რეალურ ცოდნას ვიღებთ უკვე მას შემდეგ, რაც ვტოვებთ კლასს.
არასდროს შეწყვიტოთ სწავლა, არასდროს დანებდეთ და რაც მთავარია – არ დაგავიწყდეთ თავად ცოდნის მიღების პროცესით დატკბობა.
ა.ზ.
წყარო: adme.ru

No comments:

Post a Comment