"ძალიან რთულ მდგომარეობაშია ბიბლიოთეკები, ხელფასები ძალიან დაბალია. ეროვნული ბიბლიოთეკა მიბმულია პარლამენტს. იმის ფონზე, რა სიტუაციაც რეგიონებშია, ქალაქში ნამდვილად უკეთესი მდგომარეობაა. აუცილებლად უნდა მიიხედოს სოფლის ბიბლიოთეკები, რომლებსაც არ აქვს ტექნიკური არსენალი და თავიანთი მიზერული ხელფასით წიგნებსაც კი ვერ ყიდულობენ...
ჩვენ ვცდილობთ, რომ შევიმუშაოთ დოკუმენტი და გავაგზავნოთ მთავრობის შესაბამის უწყებაში, რათა შევძლოთ შესაბამისი კონცეფციის შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს ბიბლიოთეკარების ხელფასების ეტაპობრივ ზრდას. მათი ხელფასები საშუალოდ 80-90 ლარს შეადგენს, ყველაზე ბევრი კი 190-200 ლარია," - აცხადებს „აიპრესთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.
"აიპრესის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თავად გიორგი კეკელიძეს, რომელიც 2012 წლიდან დღესმდე დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს, არცერთხელ აუღია არც პრემია, არც დანამატი და არც რაიმე სხვა სახის ფულადი წახალისება. ყოველთვიური ხელფასიდან კი 100 ლარს ის ლეიკემიით დაავადებულთა ფონდში რიცხავს.
"აიპრეს"

No comments:
Post a Comment