ნებისმიერი ებრაელი მშობლის სიყვარული ბავშვებისადმი, უსაზღვროა. ბავშვის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება, სხვა არც ერთ ერს არ აქვს. ებრაელი ბავშვები სიყვარულისა და ყურადღების ნაკლებობას არ განიცდიან.
1. ბავშვები არ უნდა დააკომპლექსოთ
ებრაელი დედა არასდროს ეტყვის შვილს, რომ ის ცუდია. დედა ყოველთვის ეუბნება - ისეთ კარგ ბიჭს, როგორიც შენ ხარ, როგორ შეუძლია ასეთი რამ გააკეთოს?
"ჩემს შვილს ნაკლი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს" - ეს არის ებრაელი დედის პოზიცია. რა თქმა უნდა, ამჩნევენ ნაკლსაც, თუმცა ამაზე მათ გარდა არავინ იცის.
2. გონივრული თავისუფლება
ებრაელი მშობლებისთვის, ბავშვებისთვის თავისუფლების მინიჭება, სპეციალური აღზრდის მეთოდი სულაც არ არის, მათთვის ეს ჰაერია, რომლის გარეშე სუნთქვაც შეუძლებელია.
მკაცრ დასჯას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა ბავშვი ყოველგვარ ზღვარს სცდება.
3. ბავშვის შექება ნებისმიერი მიზეზით
დედა ბავშვს, დაბადებიდან აქებს. ებრაელი დედა, ბავშვის ყველაზე უმნიშვნელო და პატარა მიღწევებითაც ბედნიერია და საქებარი სიტყვებით ანებივრებს. ამას ყველა მისი მეგობარი თუ ნაცნობი გაიგებს, მთავარია ბავშვი ხედავდეს, რომ მას სხვების თანდასწრებით აქებენ.
მისი სურვილი და სწრაფვა - აკეთოს კარგი, მაშინ გაიზრდება, თუ მოასმენინებთ, როგორ უზიარებთ მის წარმატებებზე მეგობრებს.
4. საკუთარ ქმედებაზე დიდი პასუხისმგებლობის განცდა
ებრაელებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე უმნიშვნელო სიტყვებსა და პატარა ქმედებებსაც, ბავშვზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ამიტომ საკუთარ ქცევებსა და სიტყვებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ამით შვილებს მაგალითს აძლევენ.
5. სიყვარული და პატივისცემა ოჯახში - ბავშვის ჯანსაღი ფსიქიკის საწინდარია
ებრაელებისთვის ოჯახის საყრდენი ცოლ-ქმარია - დედა და მამა, ამიტომ ბავშვებს ასწავლიან, რომ ყურადღება პირველ რიგში მშობლებს სჭირდება. ეს ბავშვებისთვის კარგი მაგალითია და შვილი საკუთარ ოჯახშიც მსგავს სიტუაციას დაამყარებს.
6. ისწავლეთ იყოთ მშობლები
გოგონა უკვე გათხოვებამდე, მზადაა დედობისთვის და ასწავლიან, რომ მათი მთავარი კარიერა - სახლი და ოჯახია.
წარმატებული, დამოუკიდებელი და ფეხზე მყარად მდგომი შვილების აღსაზრდელად, ებრაელმა ბრძენმა ხალხმა, მთელი სააღმზრდელო სისტემა შეიმუშავეს, რომელსაც სპეციალურ კურსებზე გაეცნობით. მსოფლიოს ბევრ ქალაქში, აღზრდის მსგავსი წესი, სინაგოგებსა და ებრაულ სკოლებში მოქმედებს.
7. ასწავლეთ ბავშვებს დროის სწორად განაწილება
ებრაელმა ბავშვებმა არ იციან რა არის სიზარმაცე და ფუჭი საუბრები. ბავშვები ადრეული ასაკიდან ძალიან დაკავებულები არიან და მათთვის ეს ნორმალურია.
ნოაკო ვატანაბე
reitingi.ge
იცით, ერთმა უკრაინელმა ებრაელმა, რომელიც ამჟამად ისრაელში, ღაზას სექტორში ცხოვრობს, სადაც ყოველ 15 წთ-ში განგაშია გამოცხადებული, ასე მითხრა - ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ შვილებიდან მინიმუმ ერთი მაინც პატარა ასაკში უნდა მოგვიკვდეს და ამიტომ ბავშვებს ძალიან სხვანაირად ვუყურებთო, არასოდეს ვუჯავრდებით და არაფერს არ ვუშლითო, ვცდილობთ, სულ ვეფეროთ სანამ მოგვიკვდებაო. ისე ვუყურებთ, თითქოს უკანასკნელად ვხედავთ და ამიტომ ყველაფრის უფლებას ვაძლევთო... აი, ასე ცხოვრობენ.
ReplyDelete