Sunday, August 21, 2016

საოცარი ამბავი კაცზე - ბოსტანში ენდემურ ფიჭვს აფესვიანებს და შემდეგ, სადაც ტყე გაჩეხილია რგავს

სოციალურ ქსელში ბუნებაზე მზრუნველი, ერთ-ერთი ადამიანის შესახებ საოცარი ამბავი ვრცელდება.

მონათხრობის მიხედვით, ხეების ჩეხვის პარალელურად, არსებობენ ბუნებაზე უანგაროდ შეყვარებული ადამიანები, რომლებიც თავინთ ცხოვრებას მასზე ზრუნვას უთმობენ.
"ერთი საოცარი ამბავი უნდა მოგიყვეთ...
თუ ოდესმე ოცნებას ავიხდენ და ანიმაციის კეთებას შევძლებ აუცილებლად გავაკეთებ პატარა მულტფილმს ამ ნამდვილ ამბავზე. 
იმ დროს,როცა ხეების მოჭრა ასეთი აქტუალური პრობლემაა ჩვენ ქვეყანაში.
იმ დროს,როცა ვერც ხელისუფლებამ,ვერც საზოგადოებამ ვერ გააცნობიერა,რომ ეს მომაკვდინებელია !იმ დროს როცა ერთეულები იბრძვიან ტყეების გაჩეხვის წინააღმდეგ და მათი ხმა არის "ვითარცა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა" ,იმიტომ რომ ეს ყველაფერი "გაპრავებული" და "დაკრიშული" აქვთ მჭრელებს, არსებობს სხვა პარალელური რეალობა ...
აბასთუმნის ობსერვატორიაში ცხოვრობს ერთი ძალიან კეთილი და კარგი კაცი,რომელიც თავის ბოსტანში აფესვიანებს ენდემური ფიჭვის ტოტებს (ხე რომლის გამოც ეს ტყე სხვადასხვა რესპირატორული დაავადებების მკურნალად ითვლება).
როგორც საკუთარ შვილებს ისე მოაძლიერებს, წამოზრდის იმ ეტაპამდე სანამ დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებენ .
მერე მიდის ტყეში, იპოვის ადგილს სადაც ტყე გამეჩხერებულია და ამ თავის ნაფერებ, ნაფოფინებ ხეებს ცხოვრების გრძელ და თავგადასავლებით სავსე გზაზე უშვებს.
ასე რგავს ხეებს ტყეში, აგერ უკვე 8 წელია, ჩემი მეგობრის ასტრონომი მამა.

თუ მართლა მნიშვნელოვანია ეს პრობლემა, მოვყვეთ გავაზიაროთ, გადავიღოთ სიუჟეტები, ავიღოთ მაგალითი და ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ეს ხანა როგორღაც დასრულდეს", - წერს სალომე.
pulse.ge

No comments:

Post a Comment