Pages

Tuesday, February 14, 2017

"დავკრძალეთ 27 წლის გოგონა, 7 თვის ორსული... და დაკრძალვიდან ნათლობის ჩასატარებლად წავედი..." - მამა შალვა სასულიერო პირების "მძიმე ჯვარზე"

"ერთადერთი რისი იმედიც დღეს ადამიანებს აქვთ, არის ეკლესია და ამ ტენდენციით მათ უკანასკნელ იმედს ართმევენ", - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია PALITRANEWS-ის გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი საპატრირქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს სასულიერო პირების დისკრიმინაციის ტენდენციაა საზოგადოებაში, რაც ეკლესიას ნდობას უკარგავს.

"რაზე მტკივა ყველაზე მეტად გული... სასულიერო პირების ნამდვილ ცხოვრებას არავინ ხედავს და აშუქებს. როგორც ვცხოვრობთ ჩვენ... მე პირადად რამდენიმე დღის წინ გარდამეცვალა სულიერი შვილი, რომელიც გუშინ დავკრძალეთ, 27 წლის გოგონა, 7 თვის ორსული იყო... დაკრძალვიდან წამოსული ნათლობის ჩასატარებლად წამოვედი... იმხელა ტკივილის შემდეგ, ამ ოჯახის სიხარული უნდა გაიზიარო. ასე ხდება ხოლმე, ზოგჯერ საკუთარ ოჯახთან შეხებაც არ გაქვს, ისმენ სხვა ადამიანების პრობლემებს, ეხმარები ლოთს, მრუშს, რომ ადამიანები ამ ცოდვებიდან გამოიყვანო. 
ადრე საამაყო იყო და ახლა ისე ექცევიან სასულიერო პირებს... დღეს ასეთი ტენდენციაა... წლებია ეკლესიის წიაღში ვარ და ძალიან ახლოს მიწევს პატრიარქთან ყოფნა. სტიქაროსნობიდან მოყოლებული, ვმსახურობდი სიონში, სამებაში, პატრიარქის თანაშემწე ვიყავი 3 წლის განმავლობაში... კი, ვამბობ, რომ ეკლესიაში არის პრობლემები, არ ვიტყვი რომ პრობლემები არ არის, არ იქნება დრო, როცა ეკლესიაში პრობლემები არ იქნება. მაგრამ, ესე, რომელიმე მღვდელზე ან მღვდელმთავარზე ვისაუბრო, რაიმეში დავადანაშაულო რომელიმე და საჯაროდ ვთქვა, გამორიცხულია ჩემგან, როგორც სასულიერო პირისგან. ხალხს ისედაც რწმენა შერყეული აქვს, ისედაც ესეთ გაჭირვებაში არიან ადამიანები, ერთადერთი რისი იმედიც დღეს აქვთ, ეს არის ეკლესია და ამ ტენდენციით მათ უკანასკნელ იმედს ართმევენ. 
ადამიანები იყვნენ დაყრდნობილი ეკლესიაზე, დღეს ეს მიზანმიმართულად მოხდა თუ როგორცაა, აშორებენ ეკლესიას, ადამიანები გავიდნენ ეკლესიიდან, კი ეს სასულიერო პირების ბრალიც არის, სასულიერო პირის არასწორი საქციელის გამოც არის ასე - არ შეიძლება იქცეოდე ცუდად, როცა ღმერთი გაბარებს ამხელა მსახურებას, ადამიანებს, სულებს. ჩვენ ადამიანების სულები გვაბარია, არ შეიძლება მღვდელი არ იქცეოდეს სწორად. არ შეიძლება გამოდიოდე საჯარო სივრცეში, ვინმეს ლანძღავდე და ლაპარაკობდე ცუდად", - აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment