Pages

Tuesday, February 14, 2017

კაპრალი მარიკა გელაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

დღეს დილით გორში, “112”-ის სამაშველო ბრიგადამ კაპრალი მარიკა გელაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მარიკა მგელაძის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. მიმდინარეობს ექსპერტიზა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის, სამედიცინო ასეულის ფარმაცევტის, კაპრალ მარიკა გელაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. საქმეს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

No comments:

Post a Comment