Pages

Thursday, February 9, 2017

„მაგარი პედაგოგი გაკვეთილში იღებს 6,75 ლარს და მე ვაპირებდი 25 ლარი მიმეცა ვიღაცისთვის, უსამართლობაა“

თავსუფალი გაკვეთილების დაფინანსების სისტემის გაცნობის შემდეგ, პედაგოგების ნაწილი  უკმაყოფილო დარჩა, რადგან  დაანონსებული 3000 ლარიანი გრანტების ნაცვლად გაცლებით დაბალი ანაზღაურების დაპირება მიიღო.

რატომ შეიცვალა სამინისტრომ პოზიცია და აპრებენ თუ არა მომავალში თავისუფალი გაკვეთილების დაფინანსების გაზრდას ამ შეკითხვით EDU.ARIS.GE-მ ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართა. მინისტრმა  ჩვენთან საუბარში თქვა, რომ სასკოლო გრანტების შესახებ უნებურად არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

„მე ვერ გავითვალისწინე, ვიარე და ვიძახე ეს 3000 ლარი. მერე რომ გადავთვალეთ, გამოვიდოდა დიდი უსამართლობა. ძალიან მაგარი პედაგოგი ჩვეულებრივ გაკვეთილში იღებს 6,75 ლარს და მე ვაპირებდი 25 ლარი მიმეცა ვიღაცისთვის. ქვეყანა დაიქცეოდა, სავსებით სამართლიანად მიმითითეს. გაჩნდა რისკი, რომელსაც მე თავიდანვე როგორც ჩანს ვერ ვხედავდი, გაცილებით მეტს თუ გადავუხდთ მასწავლებელს თავსუფალ გაკვეთილში, ვიდრე ჩევულებრივში, შეძლება საქმე გაგვეფუჭებინა. შეიძლება პედაგოგს ეთქვა სპორტის მასწავებელმა რატომ უნდა აიღოს 12 ლარი როცა მე ვიღებ 6 ლარს? ამ პრობლემას  ავერიდეთ, შეცადეთ პროექტში ჩართული სკოლების რაოდენობა გაგვეზარდა და შეგვემცირებინა ასეთი შემთხვევების ალბათობა. ამ ეტაპზე თავისუფალი გაკვეთილის ანაზღურება იქნება დარიცხული 8 ლარი, მომავალში ჩვენ ვაპირებთ გავზარდოთ, ესეც აიწევს და ჩვეულებრვი გაკვეთილის დაფინანსებაც. რეალურად, თაისუფალი გავეთილი არ არს გზა, რომ მასწაველებლებს ფული დავურიგოთ, ამისთვის არსებობს დანამატების სისიტემა, ეს არის ინსტრუმენტი, რომ ახალი ტიპის გაკვთილები შემოვიდეს სკოლაში“, – განაცხადა  მინისტრმა.

პედაგოების ნაწილმა ასევე უმაყოფილება გამოთქვა თისუფალი გაკვეთილების პროექტის ფარგლებში სკოლების ადინისტაციისთვის გადასაცემი დაფინანასების გამოც. განათლების მინისტრის განმატებით, ადმინისტრაციის წახალისება ნებისმიერ ოგანიზაციაში მოტივაციას ზრდის.

„ეს თანხები ჩადებულია ადმინისტრაციის მოტივაციისთვს. მოკლედ, დირექციას თუ არ უნდა თავისუფალი გავეთილები, რომელიც მისთვის წვალებაა, ხელს არ შეუწყობს. მაგალითად სოფლის სკოლებში ყველგან არის ტრანსპორტირება, თუ სკოლაში ტარდება თავსუფალი გაკვეთილი დირექტორმა და ადმინისტრაცამ უნდა მოუცადოს, ორგანიზება გაუკეთოს რომ ეს ავტობუსი მოვიდეს დაელოდოს და ა.შ. თუ მას თავისი საკუთარი მოტივი არ აქვს, უბრალოდ იტყვის, რომ არ მინდა, არ მაინტერსებს შენი თავისუფალი გაკვეთილი. ეს არის ერთი რისკი მეორეა, რომ ეს დამატებითი გაკვეთლები იქნება შეწუხება მაგალითად იგივე დამლაგებლისთვის მას ცალსახად მოემატება საქმე. თუ ადრე  ეს ბავშვები წავიდოდნენ 1 საათზე, ახლა დარჩებიან 3 საათამდე. შესაბამისად, ადმინისტრაციისთვის რაღაც რესურსი აუცილებლად უნდა იყოს. კიდევ ერთი საკითხია, რომ ამ სქემებში ადმინისტრაცია ყველას დაავიწყდა, ანუ არაფერი არ იქნა გათვალისწინებული ამ ხალხისთვის, ისინი მართლა შრომობენ. ადმინისტრაციის მენეჯმენტს დიდი როლი აქვს ნებისმიერ ორგანიზაციაში და მენეჯმენტი პრემიებსაც იღებს კარგი შედეგებისთვის“, – უთხრა აექსანდრე ჯეჯელავამ EDU.ARIS.GE-ს.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment