საქართველოში აშშ–ის საელჩომ მასწავლებლებისთვის სრულიად უფასო 6–კვირიანი გაცვლითი პროგრამა გამოაცხადა. მასწავლებელთა დახელოვნების ამერიკული პროგრამა: The Teaching Excellence and Achievement (TEA) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ბიუროს განათლების და კულტურული საკითხების დეპარტამენტის (ECA) პროგრამაა, რომელიც IREX-ის მიერ ხორციელდება.
პროგრამის ანოტაცია:
The Teaching Excellence and Achievement (TEA) პროგრამა მასწავლებლებს, მსოფლიოს მასშტაბით, აძლევს უნიკალურ საშუალებას, კიდევ მეტად განვითარდნენ და დახელოვნდნენ პროფესიული განხრით, გაიუმჯობესონ სწავლების უნარ-ჩვევები და გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ. TEA პროგრამა წარმოადგენს 6 კვირიან, არა-დიპლომირებულ აკადემიურ პროგრამას, რომლის თემატიკაა: სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების შესახებ სემინარები, სასწავლო კურიკულუმის განვითარება, გაკვეთილის დაგეგმვა და ინსტრუქციული მიდგომები. აღნიშნული პროგრამა არ გამოიმუშავებს კრედიტ-ქულებს. პროგრამის მონაწილეები, ასევე, პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ მათი მასპინძელი უნივერსიტეტის ახლოს მდებარე აშშ-ს საშუალო სკოლაში, სადაც ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად, ერთობლივად და დამოუკიდებლად ჩაატარებენ გაკვეთილს და სკოლის ამერიკელ მოსწავლეებს გააცნობენ პრეზენტაციას საკუთარი ქვეყნების შესახებ. პროგრამა უზრუნველყოფს სრულ მხარდაჭერას კულტურული საწიერის გაფართოვებისა და მენტორობის კუთხით. საერთაშორისო მონაწილეები ამერიკას ეწვევიან ორი 6 კვირიანი პროგრამიდან ერთ-ერთის ფარგლებში, ან 2018 წლის გაზაფხულზე ან 2018 წლის შემოდგომაზე.
სამშობლოში დაბრუნების შემდგომ, ის მასწავლებლები, რომლებიც პროგრამას წარმატებით გაივლიან, მიეცემათ საშუალება, ჩაერთონ მცირე გრანტების მოპოვების კონკურსში, რომელიც შეეხება სწავლებისათვის აუცილებელი საშუალებებზე წვდომას, სხვა პედაგოგთა გადამზადებას, ადგილობრივი და აშშ სკოლებს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და სხვა იმ აქტივობებს, რომელთა მიზანიც ურთიერთობების გავნითარება და გამოცდილების გაცვლა იქნება.
TEA პროგრამა სრულიად ფინანსდება და მოიცავს:
- J-1 ვიზით მხარდაჭერას;
- მონაწილის სამშობლოში საორიენტაციო შეხვედრას, აშშ-ში გამგზავრებამდე;
- ორმხრივ ავია ბილეთს და ასევე, აშშ-ს შიდა ფრენების ბილეთებს;
- მისასალმებელ ბანკეტს ვაშინგტონში;
- აკადემიური პროგრამის ხარჯებს;
- განთავსებას (როგორც წესი, განთავსება ხდება სხვა მონაწილეებთან ერთად) და კვებას;
- უბედური შემთხვევების ან ავადმყოფობის სამედიცინო დაზღვევას;
- ტრანსპორტირებას სკოლებში, სადაც პრაქტიკული შეხვედრები ჩატარდება (საჭიროებისამებრ);
მონაწილეობისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სრულ განაკვეთზე მომუშავე, საშუალო სკოლის მასწავლებელი, რომელიც დასაქმებულია ადგილობრივ სკოლაში;
- ბაკალვრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
- კლასისთვის ენის სწავლების 5 ან მეტ წლიანი გამოცდილება: ინგლისურის, როგორც უცხო ენის (EFL), მათემატიკის, საბუნებისმეტყოველო და სოციალური მეცნიერებიების განხრით, მათ შორის, სპეციალური განათლების კუთხით მომუშავე ზემოღანიშნული საგნების პედაგოგები;
- ქვეყნის მოქალაქე და რეზიდენები;
- ინგლისური ენის კარგი წერითი და ვერბალური ცოდნა. წერითი TOEFL-ის 450 ქულა, ან მასთან გათანაბრებული გამოცდის სერტიფიკატი
- მოტივაცია და სურვილი სწავლების სფეროში დარჩენის, პროგრამის დასრულების შემდგომ;
- სააპლიკაციო ფორმის სრულყოფილად შევსება.
* საშუალო სკოლის მასწავლებლებში იგულისხმებიან ისინი, რომლებიც ასწავლიან 12-18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს. მასწავლებები, რომლებიც ასწავლიან სხვა საფეხურზე, პარალელურად უნდა ასწავლიდნენ საშუალო სკოლაში და 12-18 წლის მოსწავლეების სწავლებას, მათი სამუშაო დროის 50%-ზე მეტს უნდა უთმობდნენ, რათა პროგრამაში ჩართვა შეძლონ.
** მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობა, რომელთა TOEFL-ის ქულა 425-დან 450-მდე მერყეობს, ასევე იქნება მიღებულ პროგრამაში, როგორც სპეციალური ჯგუფი, რომელსაც დამატებით ჩაუტარდება ტრენინგი ინგლისურ ენაში, პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში.
TEA პროგრამა მხარს უჭერს მრავალფეროვნებას, როგორც საკლასო ოთახში, ასევე სწავლების პროცესში.ამასთან, პროგრამა მხარს უჭერს ინკლუზიას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პედაგოგთა პროგრამაში ჩართულობას.
TEA პროგრამა მხარს უჭერს მრავალფეროვნებას, როგორც საკლასო ოთახში, ასევე სწავლების პროცესში.ამასთან, პროგრამა მხარს უჭერს ინკლუზიას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პედაგოგთა პროგრამაში ჩართულობას.
დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს, უნდა შეავსონ სრულყოფილი ონლაინ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: http://oas.irex.org/tea, არაუგვიანეს 2017 წლის 15 აპრილისა.
პროგრამასთან დაკავშირებული კითხვები შეგიძლიათ გაგზავნოთ იმეილზე: tbilisiexchanges@state.gov შეკითხვის გამოგზავნისას, იმეილის სათაურში უნდა მიუთითოთ კონკრეტული პროგრამა.
მოამზადა ანა ნემსიწვერიძემ
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment