Pages

Sunday, February 12, 2017

9 მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც სკოლაში ვისწავლეთ და მცდარია

ბავშვობაში თითქმის ყველაფერის გვჯერა, რასაც ვისმენთ ან ვხედავთ, განსაკუთრებულით თუ ეს ისეთი ავტორიტეტული ადამიანებისგან მოდის, როგორიც მშობლები და მასწავლებლები არიან. წლების შემდგომ კი ვხვდებით, რომ სკოლის პერიოდში მიღებული ცოდნის ნაწილი მცდარი აღმოჩნდა, ზოგიც არ არასდროს ყოფლა სიმართლესთან ახლოს. გთავაზობთ 9 ფაქტს, რომელიც ყოველთვის მართალი გვეგონა, თუმცა რეალობას არ შეესაბამება:
მითი: ვან გოგის მიერ საკუთარი ყურის მოკვეთა, მისი მენტალური პრობლემების შედეგი იყო.
რეალობა: პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მხატვარმა არა სრული ყური, არამედ მხოლოდ ბიბილო დაკარგა. მეორეც, ბევრი ისტორიკოსის აზრით, ვან გოგმა თავად არ დაისახიჩრა თავი. ყურის ნაწილი მისმა მეგობარმა, პოლ გოგენმა, მოათალა ჩხუბის დროს.
მითი: ქამელეონები კანის ფერს იცვლიან, რათა გარემოსგან შეუმჩნეველნი იყვნენ.
რეალობა: ქამელეონების კანის ფერის ცვალებადობა დამოკიდებულია მათ განწყობაზე და თერმულ რეგულაციაზე. როცა მათი სხეულის ტემპერატურა იმატებს, ფერი ღიავდება, ხოლო სიცივეში, მუქდებიან.
მითი: ჩრდილო ამერიკის კონტინენტი ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა.
რეალობა: ვიკინგებმა ამერიკის კონტინენტზე ფეხი კოლუმბამდე დიდი ხნით ადრე დადგეს. უფრო კონკრეტულად, ისლანდიელმა მოგზაურმა – ლეიფ ერიქსონმა. არსებობს არქეოლოგიური მტკიცებულება იმისა, რომ ერიქსონმა ახლანდელი კანადის ტერიტორიაზე მცირე დასახლება დააფუძნა.
მითი: ენის სხვადასხვა ნაწილი, სხვადასხვა გემოზე რეაგირებს.
რეალობა: ენის ზედაპირზე განლაგებულ ყველა რეცოპტორს შეუძლია ნებისმიერი გემოს იდენტიფიცირება.
მითი: ნიუტონმა გრავიტაციის კანონი ვაშლის თავში დაცემის შემდგომ აღმოაჩინა.
რეალობა: ვაშლი მეცნიერის გვერდით დავარდა. ვარდნის პროცესზე დაკვირვება გახდა ნიუტონის შთაგონების წყარო.
მითი: კოსმოსში გრავიტაცია არ არის.
რეალობა: ყოველა ობიექტზე მოქმედებს გრავიტაცია, მათ შორის შორეულ კოსმოსშიც.
მითი: ელექტრონათურა ტომას ედისონმა გამოიგონა.
რეალობა: ედისონამდეც არსებობდა ელექტონათურის რამდენიმე ვერსია, რომელთაც თავიანთი ავტორები ჰყავდათ. ედისონმა არსებული გამოგონებების პატენტები შეიძინა და თანამოაზრეების ჯგუფთან ერთად გამოიგონა გზა, თუ როგორ ემუშავა ნათურას მუდმივად ანთებულ მდგომარეობაში.
მითი: სკოლაში აინშტაინს ზუსტი მეცნიერებების შესწავლა უჭირდა.
რეალობა: აინშტაინი იმდენად ძლიერი იყო მათემატიკაში, რომ მას გაკვეთილზე ჯდომა უაზრო დროის კარგვად მიაჩნდა.
მითი: ბრილიანტი ყველაზე მყიფე მინერალია.
რეალობა: უკვე აღარ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი სუბსტანციები, რომელებიც უფრო მყიფეა, ვიდრე ბრილიანტი. მაგალითად ლონსდალეიტი ბრილიანტზე 58%-ით უფრო მყიფეა.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment