Pages

Sunday, February 12, 2017

მსჯავრდებულების გარკვეულ ნაწილს უმაღლესი განათლების მიღების უფლება ექნება

დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის ან გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლება ექნებათ. ამას ”პატიმრობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს განსახილველად მთავრობამ წარუდგინა. პროექტის ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა. 

”პატიმრობის კოდექსის” არსებული რედაქციით, ბრალდებულს, მსჯავრდებულს უფლება აქვს მხოლოდ ზოგადი და პროფესიული განათლება მიიღოს. 
როგორც სამინისტროს განმარტავს, არსებული პრაქტიკის ანალიზმა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების საჭიროებების კვლევამ აჩვენა, რომ აუცილებელია პირველ ეტაპზე დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულებს ჰქონდეთ საშუალება, პენიტენციური დაწესებულების პირობებში უმაღლესი განათლება მიიღონ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში ათამდე მსჯავრდებული იხდის სასჯელს, რომელსაც ერთიანი ეროვნული გამოცდები აქვს ჩაბარებული და ჩარიცხულნი არიან შესაბამის უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა არსებული აკრძალვის გათვალისწინებით, სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.

პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულს, რომელიც განთავსებულია გათავისუფლებისათვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უფლება ექნება ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით. ცვლილებების შესაბამისად, გათვალისწინებულია განათლების მიღების პროცესში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს როლი.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მსჯავრდებულს, რომელიც უმაღლესი განათლების მიღების უფლებით სარგებლობს, სწავლის უფლება უჩერდება დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში ან დისციპლინური პატიმრობის მოქმედების დროს.
ipn.ge

No comments:

Post a Comment