შსს-მ 22 მარტს აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში
მონაწილე მძღოლი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
ბრალდებულის სახით
დაკავებულია 1994 წელს დაბადებული თ.ტ.
„გამოძიების ფარგლებში
ჩატარებული სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო და
ნარკოლოგიური ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ BMW-ს
მარკის ავტომანქანა, რომელსაც თ.ტ. მართავდა, გადაჭარბებული სიჩქარით,
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრაობდა, რა დროსაც ის შეეჯახა მის
წინ, მისივე თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ BMW-ს მარკის ავტომანქანას.
შეჯახების შედეგად, აღნიშნული ავტომანქანის მძღოლმა, 1992 წელს დაბადებულმა
გ.მ.-მ ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვნივ,
ქვეითთათვის განკუთვნილ ტროტუარზე, სადაც 2 ქვეითს - 1972 წელს დაბადებულ
ნ.ო.-ს და 2008 წელს დაბადებულ მ.ჯ.-ს დაეჯახა. შეჯახების შედეგად,
მცირეწლოვანი მ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.ო. ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანებებით ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. საპატრულო
პოლიციამ თ.ტ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე
დააკავა“, - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
გამოძიება
მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის
დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და
მე-5 ნაწილებით).
22 მარტს, აღმაშენებლის ხეივანში, 45 წლის ქალს და
მის 9 წლის შვილს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე
გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
ipn.ge
No comments:
Post a Comment