დღეს, 30 მარტს, ბათუმში, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა. მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით არის გადაყვანილი.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი 75 წლისაა, იგი „თავის დახურული ტრავმით არის გადაყვანილი რეფერალურ საავადმყოფოში. მამაკაცი კონტაქტურია“.
ხუთი დღის წინ, ამავე ადგილზე კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
batumelebi.netgazeti.ge
No comments:
Post a Comment