ავტომობილებისთვის ტექდათვლიერების ჩატარების უფლება ამ ეტაპზე 24 კომპანიას აქვს, ინფორმაციას ამის შესახებ bm.ge ავრცელებს. აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა გოგოლიძის განცხადებით, 24 კომპანიას ამ ეტაპზე შეუძლია 300 ათასამდე მანქანა შეამოწმოს.
„რეალურად დღეს მხოლოდ 120 ათასამდე მანქანას უდგას შემოწმების საჭიროება, თუმცა, ამ ეტაპისთვის, შესამოწმებლად მისული ავტომანქანების რაოდენობა არის 35 ათასამდე“,- აცხადებს პაატა გოგოლიძე და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონი ითვალისიწნებს ტექდათვალიერებას მხოლოდ ავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისთვის. მისი ინფორმაციით, კომპანიები დარეგისტრირებულები არიან როგორც თბილისში, ასევე რუსთავში, საგარეჯოში, გურჯაანში, გორში, თელავში, საჩხერეში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ახალციხეში.
ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედება მომავალი წლიდან დაიწყება, მანამდე კი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საამისოდ აუცილებელი ყველა ტექნიკური პირობის შექმნა.
imedinew.ge
No comments:
Post a Comment