Pages

Tuesday, May 2, 2017

მეუფე ანდრია გვაზავა - ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის განცხადებები ჩემთვის გაუგებარია

ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის განცხადებები ჩემთვის არის გაუგებარი, გაუგებარია რას ემსახურებოდა და რას ცდილობს მოწმე - ასე გამოეხმაურა მეუფე ანდრია გვაზავა საზოგადოებრივთან საუბრისას ირაკლი მამალაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, სოსო ოხანაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. 
მეუფე ანდრიას თქმით, პროკურატურაში ოხანაშვილთან დაკავშირებით მისთვის კითხვები არ დაუსვამთ.
„ოხანაშვილზე არ იყო კითხვები, არც ციანიდთან დაკავშირებით. კითხვები ეხებოდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და მოვალეობას, რომელიც მამა გიორგი მამალაძეს ჰქონდა საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურში“, - განაცხადა მეუფე ანდრიამ. 
მეუფე ანდრია გვაზავას თქმით, ის გამოძიების დასრულებას ელოდება
1tv.ge

No comments:

Post a Comment