Pages

Tuesday, May 2, 2017

აკაკი ზოიძე - ჩილიმი ტუბერკულოზის გადადების ყველაზე ეფექტიანი მეთოდია, ამიტომ დახურულ სივრცეში მისი მოწევა უნდა აიკრძალოს

ჩილიმი არის ყველაზე ეფექტიანი მეთოდი ტუბერკულოზის გადადების, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონზე მსჯელობენ.
როგორ აკაკი ზოიძემ აღნიშნა, სწორედ ამ მიზეზით კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს ჩილიმის დახურულ სივრცეში აკრძალვა.
საკითხზე მსჯელობისას „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში გამიჯნულია თამბაქოს შემცველი ჩილი და არომატიზატორებიანი ჩილი.
მისი თქმით, კანონის ინიციატორებისგან გაუგებარია, რატომ ხდება ჩილიმის აკრძალვა.
„რაზე დაფუძნებით ამბობთ, რომ ჩილიმი მავნებელია. ძალიან ბევრ ქვეყანაში არის კონკრეტულად გამიჯნული. არის საუბარი ჩილიმებზე, რომელიც არ არის თამბაქოს შემცველი, არის არომატიზატორი. როდესც არის საუბარი, ვაშლის არომატის არომატიზატორზე, მაშინ რატომ კრძალავთ, იმ მოტივით, რომ არის მავნე? მაშინ ეგრე შაქარიც მავნეა და შოკოლადიც, მაშინ ესენიც ავკრძალოთ. გაუგებარია, არა თამბაქო ჩილმს რატომ ეხებით“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, იმ ქვეყნებში, სადაც ტუბერკულოზის გავრცელების და ავადობის მაღალი მაჩვენებლია, მაგალითად ყაზახეთში ჩილიმი აკრძალულია.
"ჩილიმი არის ყველაზე ეფექტიანი მეთოდი ტუბერკულოზის გადადების. მიუხედავად იმისა, რომ იცვლება საპირეები, შიდა გარეცხვას და დეზინფექციას არავინ აკეთებს, ამიტომ ხდება ტუბერკულოზის გადადება“, - აღნიშნა აკაკი ზიოძემ.
ჯანდაცვის კომიტეტზე „თამბაქოს“ კონტროლის შესახებ კანონზე მსჯელობენ. სხდომას უცხოელი ექსპერტები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და დეპუტატები ესწრებიან. როგორც ცნობილია „თამბაქოს კონტროლის“ კანონთან დაკავშირებით მთავრობას ბევრი შენიშვნები აქვს.
1tv.ge

No comments:

Post a Comment