პირველი ივლისიდან თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა ძვირდება. ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა საქართველოს რკინიგზამ, რომლის განმარტებითაც ივლისი-აგვისტოს პერიოდში, ბათუმის მიმართულებით მოძრავი ყველა მატარებლის ბილეთის ფასი გაიზრდება. ამის შესახებ 1tv იტყობინება.
შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრო მატარებლის პირველი კლასის ბილეთი, ნაცვლად 35 ლარისა, 60 ლარი ეღირება. ხოლო მეორე კლასის ბილეთი კი - 18 ლარის ნაცვლად, 25 ლარი გახდება.
ასევე, იზრდება ფასები ბათუმის მიმართულებით მოძრავ ღამის მატარებელზეც. პირველი კლასის ბილეთი 25 ლარის ნაცვლად, 40 ლარი იქნება. ხოლო მეორე კლასის ბილეთი კი - 18 ლარის ნაცვლად, 24 ლარი გახდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment