Pages

Tuesday, June 27, 2017

22 წლის ჯარისკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 26 ივნისს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზის ტერიტორიაზე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის საკონტრაქტო მოსამსახურემ, 1995 წელს დაბადებულმა პირველი კლასის რიგითმა ი.ი. განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, მასზედ განპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში გასროლით ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიყენა. თავის არეში მიყენებული ჭრილობისაგან ი. ი. ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ნათესავებს."-ნათქვამია განცხადებაში.

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                 ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment